Vau.ge

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კბილის პასტას ამდენი რამის გაკეთება შეეძლო. გაეცანით ამ 20 გასაოცარ ხრიკს!

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ კბილის პასტას ამდენი რამის გაკეთება შეეძლო. გაეცანით ამ 20 გასაოცარ ხრიკს!

კბილების გახეხვა არ არის კბილის პასტის გამოყენების ერთადერთი გზა. ჩვენ გასწავლით რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, როგორ გამოიყენოთ კბილის პასტა ყოველდღიურ ცხოვრებაში

1. ვერცხლის გაწმენდა. ამის შემდეგ აღარ დაგჭირდებათ ვერცხლის გამწმენდი საშუალბების შეძენა. წაუსვით კბილის პასტა, რომ აღადგინოთ ვერცხლის ბრწყინვალება.

2. მანქანის ფარები. თქვენ ალბათ მხოლოდ მანქანის მეტალის ნაწილებს ასუფთავებთ, მაგრამ თქვენს ფარებსაც სჭირდებათ ყურადღება. გჯერათ, რომ კბილის პასტა ერთადერთი ინგრედიენტია, რომელიც დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში? ღრუბელზე დაასხით კბილის პასტა და წაუსვით ფარებს. ეს დაგეხმარებათ ყველანაირი ჭუჭყის მოცილებაში.

3. კლავიშების გათეთრება ძველ პიანინოზე. ვიცით, როგორი უსიამოვნოა გაყვითლებული კლავიატურა. როგორც კბილის პასტა ათეთრებს კბილებს, იგივეს გააკეთებს პიანინოს კლავიშების შემთხვევაში. წუსვით კლავიშებს კბილის პასტა და თქვენი საფორტეპიანო კლავიშები უფრო თეთრი გახდება.

4. გაიწმინდეთ თეთრი კედები. კბილის პასტები ძალიან ეფექტურია თეთრი ფეხსაცმლის გასაწმენდად. წაუსვით ფეხსაცმელებს ღრუბლით და დაელოდეთ შედეგს.

5. სათვალეები. კბილის პასტა ეფექტურად გაწმენდს თქვენს სათვალეს. დაბურული მინების გასაწმენდად სათვალეებს ძალიან თხლად წაუსვით კბილის პასტა.

6. ლაქები ჭურჭელზე. გაასუფთავეთ ჭიქები, თეფშები ლაქებისგან კბილის პასტის წასმით.

7. მელნის ლაქები მაისურებზე. ჩვენ ყველას გვძულს საყვარელი პერანგების მელნით დასვრა. კბილის პასტა არის თქვენი პრობლემის ნამდვილი გამოსავალი. წაუსვით კბილის პასტა ლაქაზე და გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში. გარეცხეთ პერანგი მეორე დღეს.

8. საღებავები პირსახოცებზე. კბილის პასტა ლაქებს სამუდამოდ ამოიღებს.

9. მწერების ნაკბენები. აწი აღარასდროს შეგეშინდებათ მწერების. კბილის პასტა წაისვით ნაკბენზე, რომ მოიცილოთ ქავილი და სიწითლე.

10. მუწუკები. კბილის პასტა დაგეხმარებათ აკნეს მარტივი გზით მოცილებაში. უბრალოდ წაისვით პრობლემურ ადგილზე და 15 წუთშ ჩამოიბანეთ.

11. გაწმინდეთ უთო. წაუსვით უთოს ზედაპირს კბილის პასტა.

12. გაწმინდეთ თქვენი სმარტფონი. შეიძლება თქვენთვის უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ კბილის პასტა დაგეხმარებათ თქვენი ტელეფონის გაწმენდაში.

13. ფეხსაცმელი. გამოიყენეთ კბილის პასტა ბათინკების ძირების გასაწმენდად.

14. ხალიჩის გაწმენდა. წაუსვით კბილის პასტა დასვრილ ხალიჩებს და ნახავთ როგორ გასუფთავდება.

15. საღებავები. ნებისმიერი სახის საღებავი შეგიძლიათ ამოიყვანოთ კბილის პასტის დახმარებით.

16. ბინძური ხელები. კბილის პასტა ხელების დასაბანი საუკეთესო საშუალებაა.

17. გაწმინდეთ თერმოსი. თუ თერმოსს გაუჩნდება რაიმე სპეციფიური სუნი შეგიძლიათ მოაშოროთ კბილის პასტით. შეავსეთ თერმოსი ცხელი წყლით და ჩაუშვით კბილის პასტა. აანჯღრიეთ კარგად. თქვენი თერმოსი იქნება ძალიან სუფთა და დეზინფიცირებული.

18. გამოასწორებს CD და DVD-ის. თუ CD დაზიანებულია ვერ რთავთ მას, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ წაუსვათ კბილის პასტა ნებისმიერ ნაკაწრზე და ისევ გამოყენეთ.

19. მოაცილეთ ნებისმიერი ნაკაწრი მანქანაზე. ეს მოსახერხებელი გზაა. წაუსვით ნაკაწრებზე კბილის პასტა. გამოიყენეთ სუფთა ნაჭერი და მასზე დაასხით კბილის პასტა.

20. ჩამოკიდეთ პლაკატები. გამოიყენეთ კბილის პასტა წებოს სახით. თითოეულ კუთხეში მიამაგრეთ მცირე რაოდენობა და მიამაგრეთ პლაკატი. მისი ამოღება კიდევ უფრო ადვილია და არ დააზიანებს კედლებს.

Exit mobile version