Vau.ge

კაკლის 8 სასარგებლო თვისება კანისა და თმისთვის, რომელზეც აქამდე არ გსმენიათ.

კაკლის 8 სასარგებლო თვისება კანისა და თმისთვის, რომელზეც აქამდე არ გსმენიათ.

იცოდით, რომ კაკლის ხე ბევრად მეტს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ გემრიელ, ჯანსაღ ნიგოზს? გაეცანით სტატიას და გაიგეთ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ნიგოზი თავის მოვლისა და სილამაზისთვის

1. ბუნებრივი დეოდორანტი. კაკლის ფოთლები შეიცავენ ტანინს, ორგანულ ნივთიერებას, რომლებიც ამცირებენ ოფლის ჯირკვლებს და შესაბამისად იკლებს ოფლიანობაც. რამოდენიმე ფოთოლი გაახმეთ, შემდეგ ჩაალბეთ თბილ წყალში. 10 წუთის შემდეგ მიღებული სითხით ჩამოიბანეთ საოფლე ადგილები. ეს საშუალება ნამდვილად შეგიცვლით ქიმიურ დეოდორანტებს

2. გაფართოებული ფორები. კაკლის ფოთლებში არსებულ ტანინებს აქვს შემკვრელი ეფექტი. კაკლის ფოთლები ადვილად მკურნალობს გამკრივებულ ფორებს, ამკვრივებს და არბილებს კანს.  ლ ცხელ წყალში ჩაყარეთ რამდენიმე კაკლის ფოთოლი. 5წუთის შემდეგ ბამბის დისკი დაასველეთმასში და წრიული მოძრაობით დაინამეთ სახე.

3. ბრძოლა აკნესთან. უსიამოვნოა ჩირქით სავსე აკნე? კაკლის ფოთლის ექსტრაქტი დაგეხმარებათ. მუწუკები ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენს კანში ცხიმოვანი ჯირკვლები წარმოქმნიან ძალიან ბევრ ზეთს და ახშობენ კანის ფორებს. ზეთისა და უჯრედების ნარევი ასტიმულირებს ბაქტერიების ზრდას, იწვევს ანთებას. კაკლის ფოთლების ექსტრაქტები ეფექტურია ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედებაში.

4. კანის მოვლა. კაკლის ზეთს აქვს დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტი კანზე. ლინოლის მჟავა თავისი შემადგენლობით არბილებს და ავსებს ადგილებს კანის უჯრედებს შორის, ქმნის ლამაზი ელასტიური კანის ეფექტს. კაკალი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ. შემდეგ მიღებული მასა ხელებში მოიქციეთ და მოუჭირეთ, ასე მიიღებთ კაკლის ზეთს. მიღებულიზეთით დაიმუშავეთ სახე.

5. სახის გაწმენდა. კაკლის ფხვნილს აქვს ოდნავ აბრაზიული მოქმედება და შეუძლია ძველი დაზიანებული კანის მოცილება, აუმჯობესებს კანის ტექსტურას. თუ იდაყვების ან ქუსლების უხეში, უფრო მყსრი ადგილების გაწმენდა გჭირდებათ, შეგიძლიათ სცადოთ კაკლის გარსის ფხვნილი. კაკლის გარსი დაფქვით წვრილად. დაამატეთ ოდნავ წყალი და გამოიყენეთ როგორც სკრაბი. შედეგი ნამდვილად ეფექტურია.

6. ნაოჭების მოშორება. ცნობილია ნიგვზის ზეთის დამატენიანებელი ეფექტი და თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი თვისებები, ისინი ასევე შესანიშნავად უწევენ წინააღმდეგობას კანის დანაოჭებას. ასე რომ, კაკლის ზეთი არის ახალგაზრდული კანის საიდუმლო ინგრედიენტი!

7. თმის მოვლა. კაკლის ზეთის სკალპში შეზილვით და თმის ძირების მასაჟით, თმა იკვებება და ხელს ვუწყობთ მის ზრდას. ითვლება, რომ აუცილებელი მინერალები, როგორიცაა რკინა, თუთია და სპილენძი, ხელს უწყობს ჯანმრთელი თმის ზრდას.

8. დაემშვიდობეთ ქერტლს. ქერტლი აშრობს კანს და იწვევს ქავილს. კაკლის ზეთს ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია. გახსენით კაკლის ზეთი წყალში და ჩამოიბანეთ.

Exit mobile version