Vau.ge

როგორ გავიქროთ მიმიკური ნაოჭები თვალების ქვეშ – ყველაზე ეფექტური ნიღბები.

როგორ გავიქროთ მიმიკური ნაოჭები თვალების ქვეშ - ყველაზე ეფექტური ნიღბები.

1. ნიღაბი ზეითუნის ზეთით. ზეითუნის ზეთი - 1 ს.კ. ვიტამინი E - 1 კაფსულა (ან ლიმონის წვენი). მომზადების მეთოდი: დაამატეთ E ვიტამინი ან ლიმონის წვენი (5-6 წვეთი) ზეითუნის ზეთს. წაისვით, გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ მოიცილეთ სალფეთქით და გაიკეთეთ ნაზად მასაჟი. ამის შემდეგ გადაისვით ყინულის კუბიკი. ბოლოს წაისვით მკვებავი კრემი.

2. კარტოფილის ნიღაბი. უმი კარტოფილი - 1 ც. ადუღებული რძე 2 ჩ.კ. ფქვილი - 2 ჩ.კ. მომზადების მეთოდი: უმი კარტოფილი გახეხეთ. 2 ჩ/კ გახეხილ კარტოფილს დაამატეთ იგივე რაოდენობა რძე და ფქვილი. გაწურეთ ნარევი, წაისვით თვალების გარშემო 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით და წაისვით მკვებავი.

3. ოხრახუშისა და კარტოფილის ნიღაბი. 1 სუფროს კოვზ დაჭრილი ოხრახუშს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 15 წუთი და გადაწურეთ. შეურიეთ 1 სუფრის კოვზ უმ გახეხილ კარტოფილს 2 ს.კ. ოხრახუშის ნახარში და 1 ს.კ ზეითუნის ზეთი. ნარევი წაისვით თვალების ქვეშ და გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

4. შვრიის და თაფლის ნიღაბი.  შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და შვრიის ფქვილი, დაამატეთ 1 კვერცხის ცილა. წაისვით ნარევი კანზე თვალების ქვეშ და გიჩერეთ სანამ არ გაშრება. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. მარწყვის და თაფლის ნიღაბი.  დაგჭირდებათ ახალი მარწყვი და 1 ს.კ ზეითუნის ზეთი. აურიეთ ყველა ინგრეეიენტი, მარწყვი დაჭყლიტეთ. წაისვით ნიღაბი სახეზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მოიცილეთ თბილ რძეში დასველებული ბამბით.

6. ნიღაბი არყის ფოთლებისგან. დაასხით მუჭა არყის ფოთლებს 1 ს.კ. წყალი და დადგით 8 საათი. დაასველეთ ბამბის დისკი ამ ნარევით და დაიდეთ თვალებზე 15 წუთის განმავლობაში.

7. ხაჭოს და სტაფილოს ნიღაბი. დაგჭირდებათ ხაჭო - 1 ​​ს.კ. სქელი, ახალი ნაღები - 1 ს.კ. სტაფილოს ახალი წვენი - 1 ს.კ. მომზადების მეთოდი: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. წაისვით ნიღაბი სახეზე ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოიწმინდეთ სახე ყინულის ნაჭრით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.

8. გრეიფრუტის ნიღაბი. დაგჭირდებათ ნახევარი გრეიფრუტი, არაჟანი - 1 ჩ.კ, სტაფილოს წვენი - 1 ჩ.კ, დაფქული ბრინჯი - 1 ს.კ. მომზადების მეთოდი: გახეხეთ გრეიფრუტის რბილობი, დაუმატეთ არაჟანი, სტაფილოს წვენი და ბრინჯი. წაისვით ნარევი სახეზე ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით გრეიფრუტის ახალი წვენი. შეიშრეთ კანზე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ზეითუნის ზეთი.

Exit mobile version