Vau.ge

პროფესორ უგლოვის მიერ შემუშავებული დიეტა, რომლის საშუალებით 10 დღეში 4 კგ-ს დაიკლებთ!

ფიოდორ უგლოვი ცნობილი ქირურგია, რომელიც ასევე მედიცინის თემატიკაზე დაწერილი მრავალი წიგნის ავტორი გახლავთ. იგი თვლიდა, რომ ზედმეტი წონა აქვეითებდა იმუნიტეტს, იწვევდა დეგენერაციულ ცვლილებებს სახსრებში და ამიტომაც მან გადაწყვიტა შეემუშავებინა სპეციალური დიეტური პროგრამა.


პროფესორი უგლოვის დიეტა ასე გამოიყურება:


1.  9:00 საათზე პირველ საუზმეზე

მიირთვით ნატურალური ყავა ან მწვანე ჩაი 1 ჩ/კ ნატურალურ თაფლთან ერთად.

2. 11:00 საათზე მეორე საუზმის დროს

აუცილებელია უნდა მიირთვათ 1 მოხარშული ქათმის კვერცხი 8 შავ ქლიავთან ერთად.

3. 14:00 საათიანი სადილი
მიირთვით 200 გრამი უცხიმო მოხარშული ხორცი ან შეგიძლიათ ჭამოთ ქათმის მკერდი (ასევე უცხიმო). მოამზადეთ 100 გრამი სალათა კომბოსტოს და სტაფილოს შემადგენლობით. მიაყოლეთ 1 ფორთოხალი.

4. ვახშამი 19:00 საათის შემდეგ

მოიჭერით და მიირთვით მხოლოდ 30 გრამი მაგარი ყველი და 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი მიაყოლეთ.

5. დაძინებამდე 1 საათის შუალედში

დაასრულეთ თქვენი დღის მენიუ 200 გრამი იოგურტით.

ეს ათდღიანი დიეტა მოგაშორებთ 3-დან 5 კილომდე წონას. მისი გამეორება 2 თვეში ერთხელ არის საჭირო.

Exit mobile version