6 საოცარი რეცეფტი ვაშლის ძმრით კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ჩვენ ყველას გაგვიმართლა, რომ უკვე გვაქვს ნატურალური ინგრედიენტების უმეტესი ნაწილი სახლში და მივაღწევთ კიდევ უფრო ეფექტურ შედეგს, ვიდრე კრემები, ლოსიონები და ყველა სახის კანის მოვლის საშუალებები. ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მრავალმხრივი ბუნებრივი ნარევია, რომლის გამოყენება შეგიძლიათ კანის გასაუმჯობესებლად და ყველა სახის კანის მდგომარეობის სამკურნალოდ.
აი როდის უნდა გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი სამკურნალოდ:
ახდენს pH დონის ნორმალიზებას: ვაშლის ძმარი ამცირებს ცხიმის წარმოებას, რაც არეგულირებს კანის pH დონეს.
გამონაყარი: ვაშლის ძმარი ხსნის ფორებს, ათავისუფლებს ჭუჭყისა და ჭარბი ცხიმისგან და ხელს უშლის გამონაყარს, შავ წერტილებს.
ამშვიდებს მზის დამწვრობას. ვაშლის ძმარი ათავისუფლებს ტკივილს და დისკომფორტს მზისგან დამწვრობის დროს კანის pH დონის რეგულირებით და დამწვრობის განეიტრალებით.
ასაკობრივი ლაქები და ნაწიბურები. ვაშლის ძმარს შეუძლია შეამციროს პიგმენტაცია, მოაცილოს ლაქები, ნაწიბურები.
ნაოჭები. ვაშლის ძმრის კანზე რეგულარული წასმა ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
მეჭეჭები. თუკი ხშირად წაივამთ მეჭეჭებზე ვაშლის ძმარს დაგეხმარებათ მოცილებაში.
ანთება და სიწითლე. ვაშლის ძმრის ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს სიწითლეს, გაღიზიანებებს და ანთებებს.
ანადგურებს ბაქტერიებს და ახდენს დეტოქსიკაციას. ძმარი გთავაზობთ ანტიბაქტერიულ და დეტოქსიკაციურ თვისებებს, რომლებიც ანახლებს და ასუფთავებს კანს ინფექციების პროფილაქტიკის დროს.
როგორ უნდა გამოიყენოთ ვაშლის ძმარი კანისთვის?
1 ჭიქა წყალს შეურიეთ 1 სუფროს კოვზი ვაშლის ძმარი, დაასველეთ ბამბის დისკი ამ ნარევში და ყოველ საღამოს გაიწმინდეთ სახე.
იმისათვის რომ ეფექტური იყოს და შედეგით კმაყოფილი დარჩეთ, ყოველთვის იყიდეთ ნატურალური და ორგნული პროდუქტი.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.