Vau.ge

ამ მცენარის ფოთლების გამოყენებით დაამარცხეთ ნაოჭები, შავი წერტილები და აკნე.

ამ მცენარის ფოთლების გამოყენებით დაამარცხეთ ნაოჭები, შავი წერტილები და აკნე.

ოხრახუშის ფოთლების და ლიმონის (ან ვაშლის ძმრის) ეს სახლში დამზადებული ნარევი დაგეხმარებათ კანის გათეთრებაში, სახის მუქი ლაქებისა და ნაოჭებისგან გაწმენდაში, კანი კი ბევრად გაჯანსაღდება.

ოხრახუში მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ხოლო მისი წვენი შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც შეიცავს კალიუმს და მანგანუმს. მას იყენებენ, როგორც სამკურნალო საშუალებას ცხელების, თირკმელების, საშარდე გზების დაავადებების, დიაბეტის, თვალის ანთების და დაღლილობის დროს. კოსმეტიკურ საშუალებებში ოხრახუში ყოველთვის გამოირჩევა მათეთრებელი და აღმდგენი თვისებებით. ის შესანიშნავად ხსნის სიწითლეს, გაღიზიანებას და დაჭიმვას, ათეთრებს კანს, ანახლებს და აძლევს ჯანსაღ ტონს. ხელს უწყობს აკნეს მოცილებას.

აქ წარმოგიდგენთ ოხრახუშის ფოთლის ბუნებრივი ლოსიონის რეცეპტს, რომლის გამოყენებას ყოველდღე შეგიძლიათ.

რეცეფტი: 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები; 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი; 200 მლ წყალი.

მომზადება: დადგით წყალი ცეცხლზე, რომ ადუღდეს. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. ნარევის გაცივების შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი. ჩაასხით მინის ბოთლში და შედგით მაცივარში.

გამოყენების წესი: გამოიყენეთ ლოსიონი ყოველ დილით და საღამოს. ეს ხელნაკეთი ლოსიონი შესანიშნავია სახის ფორების კანის გასუფთავებისა და გათეთრებისთვის. ოხრახუშის უნიკალური თვისებების წყალობით, იგი ხელს უწყობს ნაოჭების და მუქი ლაქების გაქრობას.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version