Vau.ge

ჯადოსნური რეცეპტი თმის სწრაფი ზრდისთვის! თქვენ მხოლოდ 3 ინგრედიენტი გჭირდებათ!

ჯადოსნური რეცეპტი თმის სწრაფი ზრდისთვის! თქვენ მხოლოდ 3 ინგრედიენტი გჭირდებათ!

თმის ცვენა-ალოპეცია სამწუხაროდ მწარე ხვედრია მრავალი მამაკაცისა თუ ქალისათვის და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თმის ცვენის ბუნებრივ და მარტივ საშუალებას! ეს არის ძალიან ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა.

ყველაზე კარგი ის არის, რომ თქვენთვის საჭირო ინგრედიენტები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სამზარეულოში!

დაგჭირდებათ: 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი; 1 კვერცხის გული; 1 სუფრის კოვზი თაფლი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თასში. კარგად აურიეთ ისინი და შემდეგ წაისვით ჯერ თმის ძირებზე, შემდეგ კი მთელ სიგრძეზე. ეს ნარევი დაიტოვეთ თმაზე 2-4 საათის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნარევი შამპუნის გამოყენებით.

თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ გააკეთებთ (რეკომენდირებულია ამის გაკეთება ორჯერ) 2 თვის განმავლობაში, შეამჩნევთ, რომ თმის ცვენა შეწყდება და სწრაფად გაიზრდება.

როგორ გეხმარებათ ეს 3 ინგრედიენტი?

კვერცხის გული. იგი სავსეა ცილებით, ამინომჟავებით და ყველა იმ ნუტრიენტებით, რაც გჭირდებათ თმის უფრო სწრაფად და ჯანსაღად გასაზრდელად. ბიოტინი, რომელიც გვხვდება კვერცხის გულებში, ასევე სასარგებლოა თქვენი ფოლიკულების და თმის ფესვების განახლებისთვის.

აბუსალათინის ზეთი. გამოიყენება სპეციალურად თმის ცვენის სამკურნალოდ. მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. იგი ამცირებს სკალპის ინფექციებს, ქერტლს და ფოლიკულიტს.

თაფლი. ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასევე იდეალური ინგრედიენტია თმის ზრდისთვის. თაფლს აქვს ასევე აქვს ბუნებრივი ცვილი, რომელიც შესანიშნავად მოქმედებს თმისთვის გაჯანსაღებაზე. როდესაც ყველა ამ ინფრეინტს შეიზელთ თმაში, მართლაც შესანიშნავი ეფექტი ექნება.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version