Vau.ge

ჩაის ხის ზეთი გამონაყარის და შავი წერტილების მოცილების უმარტივესი გზაა.

ჩაის ხის ზეთი გამონაყარის და შავი წერტილების მოცილების უმარტივესი გზაა.

შავი წერტილებიც და გამონაყარიც არავის მოსწონს. საკმაოდ უსიამოვნო და ტკივნეულიც კია. თუ გეშინიათ შავი წერტილების მოცილებისას ტკივილის, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოში, მაშინ უნდა სცადოთ ჩაის ხის ზეთი. ამ ბუნებრივ ინგრედიენტს შეუძლია შავი წერტილები იმაზე სწრაფად მოაცილოს ვიდრე წარმოგიდგენიათ.

შავი წერტილები კანზე ალბათ ყველაზე გავრცელებული პრობლემაა დღევანდელ დროში, განსაკუთრებით, ცხვირის, ნიკაპის და შუბლის მიდამოში. როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი:

1. სახის ნიღაბი: სახის ნიღბები მარტივი გზაა როგორც აკნეს, ასევე შავი წერტილების მოსაცილებლად. უბრალოდ შეურიეთ 3-4 წვეთი ჩაის ხის ზეთი მწვანე თიხის ფხვნილს. საკმარისი რაოდენობით წყალი დაამატეთ, რათა შექმნათ შესანიშნავი ნარევი. წაისვით ნიღაბი როგორც სახეზე, ასევე კისრის მიდამოზე. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

შეურიეთ სამი წვეთი ჟოჟობას ზეთი ჩაის ხის ზეთს. აურიეთ და დაამატეთ პომიდვრის წვენი. წაისვით ეს მთელ სახეზე, განსაკუთრებით მუწუკების მიდამოში. გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

2. გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი სახის გაწმენდისას. დაუმატეთ სახის კრემს ან გამწმენდს ეს ზეთი 2-6 წვეთი. ფრთხილად იყავით, რომ თავიდან აიცილოთ თვალებთან კონტაქტი.

3. სახის სკრაბი. სკრაბი აუცილებელია შავი წერტილების მოსაცილებლად. ამის მომზადება შეგიძლიათ სახლში. შეურიეთ ჩაის ხის ზეთი, ზეითუნის ზეთი და შაქარი. დაამატეთ თაფლი 1 ს.კ კოვზი. შეიზილეთ მთლიან სახეზე, განსაკუთრებით მუწუკების არე.

4. გამოიყენეთ იგი ბანაობის დროს. შავი წერტილების მოცილება შეგიძლიათ სცადოთ ჩაის ხის ზეთით ბანაობის დროსაც. წყლით სავსე აბაზანას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version