როგორ გავიქროთ გამონაყარი სახლის პირობებში
ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კანზე გამონაყარის პრობლემა, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს პრობლემა ხდება მოზარდობის პერიოდში.
ასევე ღია კომედონს უწოდებენ, შავი წერტილები - არის პატარა ყვითელი ან შავი ნიშნები, რომლებიც წარმოიქმნება, როდესაც თმის ფოლიკულები იხსნება ჭარბი ცხიმის კომბინაცის, ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედების შერწყმის გამო.
ფაქტორები, როგორიცაა ჰორმონალური ცვლილებები სხეულში, სილამაზის პროდუქტების ზედმეტი გამოყენება, კანის შეუსაბამო მოვლა, სტრესი და გენეტიკა ხელს უწყობენ ამ პრობლემას.
მუწუკები ხშირად გვხვდება სახეზე, განსაკუთრებით ცხვირზე, ასევე გვხვდება მკერდზე, ზურგზე, კისერზე, მკლავებსა და მხრებზე. თუ არ ხდება დროული მკურნალობა ხდება მწვავე აკნეს პროვოცირება. უამრავი გამოწერილი პრეპარატი არსებობს, რაც აკნეს სამკურნალოდ არის, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ სცადოთ ნატურალური მეთოდებით მკურნალობა.
ჩვენ გასწავლით დამოდენიმე მეთოდს, რომელთა დახმარებითაც თავს დააღწევთ ამ პრობლემებს.
1. სოდა
სოდა არის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი მწუკების წინააღმდეგ. ის ეხმარება კანის გაწმენდას მინარევებისგან. შეურიეთ ორი ჩაის კოვზი საცხობი სოდა მინერალურ წყალთან ერთად, რომ მიიღოთ პასტა. წაისვით დაზიანებულ კანის არეზე და ნაზად შეიზილეთ. ნარევი გაშრეს რამდენიმე წუთი, შემდეგ კანი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
2. დარიჩინი
დარიჩინის გამოყენება შესაძლებელია შავი წერტილების მოსაცილებლად. დარიჩინის ფხვნილს დაუმატეთ ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი, შეურიეთ ცოტაოდენი კურკუმის ფხვნილი (სურვილისამებრ). წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით და ჩამოიბანეთ.
3. შვრია
შვრიის და იოგურტის კომბინაცია შესანიშნავია კანის გამონაყარისგან გასათავისუფლებლად. შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ოთხი ცალი პომიდვრის წვენი, დაუმატეთ იმდენი შვრია, რომ პასტა მიიღოთ. წაისვით სახეზე. დაიბანეთ 10 წუთის შემდეგ.
ასევე შეგიძლიათ მეორენაირი პასტის მომზადება ორი სადილის კოვზი შვრიის ფაფის, სამი სუფრის კოვზი იოგურტის, მცირე რაოდენობით ლიმონის წვენისა და ზეითუნის ზეთის შერევით. წაისვით პასტა მთელ სახეზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე წყლით.
4. ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი დაგეხმარებათ შავი წერტილების მოცილებაში. ნუტრიენტები და ვიტამინები, რომლებიც ლიმონის წვენშია, კარგია ყველა ტიპის კანისთვის. ლიმონის წვენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი დამატებითი აქერცვლისთვის. ნაზად შეიზილეთ სახეზე, განსაკუთრებით გაღიზიანებულ ადგილებში. ჩამოიბანეთ იგი 10 წუთის შემდეგ.