Vau.ge

ნატურალური საშუალებები გაფართოებული ფორების შესამცირებლდ

ნატურალური საშუალებები გაფართოებული ფორების შესამცირებლად.

ფორების შემცირება შესაძლებელია უამრავი საშუალებით.ბუნებრივი საშულებები განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ეფექტურობით და დაბალი ფასით.

ქვემოთ მოგიყვებით იმ პროდუქტებზე, რომელიც რეკომედირებულია რეგულარული გამოყენებისათვის, რომ თქვენი კანი გამოიყურებოდეს არაჩვეულებრივად. ეს პროცედურები დაგეხმარებათ გაიწმინდოთ კანი, შეამციროთ გაფართოებული ფორები, ასევე დაგეხმარებათ ცხიმივანი გამონაყარისა და წითელი ლაქების გაქრობაში.

ფორების გაფართოების მიზეზები:

ფორების გაფართოების მიზეზი შეიძლება იყოს სქესი, გენეტიკა და ასაკი.

გაფართოებული ფორების მთავარი მიზეზი კი არის ცხიმიანი კანი (როდესაც კანზე ცხიმი გამოიყოფა გადაჭარბებული რაოდენობით). შედეგად სახეზე ჩნდება ცხიმოვანი ბზინვარება, რისგან განთავისუფლებაც არც თუ ისე ადვილია.

ნატურალური პროცედურები გაფართოებული ფორებისათვის

ბუნებრივი მაიონეზი!

საკმარისია სახეზე წაისვათ მხოლოდ 1 კოვზი ბუნებრივი მაიონეზი და გაიჩეროთ 20 წუთი. ძმარი და კვერცხი,რომელიც მაიონეზის შემადგენლობაშია,ავიწროებს სახეზე ფორებს.

ძველებური საშუალება : რძის შრატი

რძის შრატი დიდი ხანია გახდა სახის წმენდის და ფორების შევიწროების ეფექტური საშუალება. დაასველეთ ბამბის დისკი რძის შრატით და გაიწმინდეთ მთლიანი სახე. 20 წუთის შემდეგ ჩამობანეთ ცივი წყლით.

თაფლის, ვაშლის, ლიმონისა და იოგურტის ნიღაბი

გახეხეთ ერთი ვაშლის და ჩაუმატეთ 1ს/კ იოგურტი,აურიეთ და შემდგომ ისევ ჩაუმატეთ 1ს/კ თაფლი და ლიმნის წვენი. აურიეთ მანამ სანამ არ ხდება ერთი მასა,წაისვით და სახეზე გაიჩერეთ 15 წუთი. ნიღბის გაკეთება სასურველია ძილის წინ.

ლიმნის ნიღაბი

ლიმნის წვენი და წყალი აურიეთ ერთმანეთში და წაისვით ლოსიონი მთელს სახეზე ბამბის დისკით.მოერიდეთ თვალში მოხვედრას.დაიტოვეთ 30 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

თიხა

კოსმეტიკური თიხის ნიღბები არაჩვეულებრივად მოქმედებენ გაფართოებული ფორების წინააღმდეგ და ღრმად წმენდენ კანს.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version