Vau.ge

როგორ დავაღწიოთ ნაოჭებს თავი თვალების გარშემო?

როგორ დავაღწიოთ ნაოჭებს თავი თვალების გარშემო? სცადეთ ზეითუნის ზეთი!

რა აჩენს ნაოჭებს: მოწევა და ალკოჰოლი; აკნე; მზეზე დიდხანს ყოფნა; ტრავმა და ოპერაცია სახეზე; მავნე ჩვევა - თვალების მოჭუტვა; სტრესი და უძილობა; ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ნაკლებობა

ყველაზე ადვილად მიმიკური ნაოჭი თვალებთან ჩნდება. თვალის მოძრაობას ემატება გადაღლილობა და შეშუპება. რა მოვიმოქმედოთ, რომ კანი ისევ ელასტიკური გახდეს, ხოლო იერი - ახალგაზრდული?

არ გჭირდებათ ძვირადღირებული კანის მოვლის კრემები, რადგან საკმარისია თქვენი სამზარეულოს ერთი ინგრედიენტი - ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთმა პოპულარობა მოიპოვა იმ ქალებში, რომლებიც სახის კანის კანზე ზრუნავენ. ის გახდა საუკეთესო და მარტივი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება თვალის გარშემო.

აი რა გჭირდებათ:

50 მლ ზეითუნის ზეთი

და ვიტამინი E 4-5 კაფსულა

თუ 50 მლ ზეითუნის ზეთს დაამატეთ 4-5 კაფსულა E ვიტამინი, გექნებათ შესანიშნავი მკვებავი თვალის ირგვლივ ნაოჭების საწინააღმდეგო. ეს ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ საღამოს. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. არ არის საჭირო მისი ჩამობანვა, უბრალოდ ნაზად ამოიღეთ ქაღალდის პირსახოცით.

ასევე, იმისათვის, რომ აირიდოთ თვალებზე ნაოჭების გაჩენა, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  1. მოარიდეთ თვალები მკვეთრ მზის შუქს: მიმიკური ნაოჭების ნაადრევი გაჩენისგან მზის სათვალე დაგიცავთ. გარდა ამისა, ის დაგიცავთ მტვრისა და ქარისგანაც.
  2. დალიეთ სუფთა წყალი.
  3. კანი დატენიანებული უნდა იყოს. უზმოზე დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი. და არც დღის განმავლობში დაგავიწყდეთ წყლის სმა. თუ უზმოზე წყლის სმა არ გსიმოვნებთ, ლიმონის რამდენიმე წვეთი ჩაუმატეთ.
  4. მიირთვით ხილი და ბოსტნეული
  5. აუცილებლად მიირთვით სეზონური ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით. სანამ კიტრს შეჭამდეთ მრგვლად მოჭრილი ნაჭერი 20 წუთით დაიდეთ თვალებზე.
  6. ხშირად დაასვენეთ თვალები.
  7. განსაკუთრებით, კომპიუტერთან მუშაობისას. საათში ერთხელ რამდენიმე წუთით დაისვენეთ, დახუჭეთ თვალები. შეგიძლიათ მხედველობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც გააკეთოთ.
  8. ჯანსაღი ცხოვრების წესი.
  9. ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინის შემცველი სასმელები კანის პირველი მტერია. აგრეთვე შეამცირეთ ფასტ-ფუდი

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი პრობლემა მარტივად მოგვარდება!

Exit mobile version