პომიდვრის ნიღბები, რომლებიც თქვენს კანს გახდის რბილს და ელასტიურს!
პომიდორი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, იგი შეიცავს: A, B1, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინებს და ბეტა კაროტინს, ვაშლის, ლიმონისა და ღვინის ორგანულ მჟავებს.
ჩვეულებრივ როცა ლაპარაკია პროდუქტის სარგებლიანობაზე, იგულისხმება, რომ სამკურნალო ეფექტი მიიღება მისი ცოცხლად მიღების შემთხვევაში, პომიდორი კი კონსერვირებულიც სასარგებლოა.
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის კანის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და საერთოდ გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე.
პომიდორში შემავალი პექტინი ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.
გთავაზობთ პომიდვრის ნიღბებს სახის კანისთვის:
1. გამწმენდი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:
1 პომიდვრის წვენს დაამატეთ ნახევარი კვერცხის გული (ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის კვერცხის გული შეცვალეთ ცილით) და 1 ს.კ. შვრიის ფქვილი. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.
2. პომიდორი და ზეითუნის ზეთი:
ცნობილია, რომ ზეითუნის ზეთი შესანიშნავი დამატენიანებელია და მისი ტომატის პასტასთან შერევა კიდევ უფრო უკეთესს ხდის მას. აიღეთ საშუალო პომიდორი და გამოწურეთ მასში ყველა წვენი და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. წაისვით ეს ნარევი მთელ სახეზე და გააჩერეთ 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ იგი თბილი წყლით და შეიზილეთ სახე წრიული მოძრაობებით. კანი გახდება რბილი და დატენიანებული. ეს ნიღაბი საუკეთესოა მათთვის, ვისაც ზედმეტად მშრალი კანი აქვს.
3. ნიღაბი ნორმალური და მშრალი კანისთვის:
დაფქვით შვრიის ფანტელი და 1 ს.კ. შვრიის ფქვილს დაასხით ცოტაოდენი რძე, რომ გამოვიდეს ფაფის კონსისტენციის. დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 1-1 ჩ.კ. თაფლი, მცენარეული ზეთი, პომიდვრის წვენი და ¼ ჩ.კ, მარილი. კარგად აურიეთ და წაისვით გასუფთავებულ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
4. მატონიზირებელი ნიღაბი ნებისმიერი კანისთვის:
გახეხეთ 1 პომიდორი, დაამატეთ 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 2 ს.კ. ხაჭო და 1 ს.კ. რძე. კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.