Vau.ge

როგორ მოვამზადოთ ტანისა და სახის სპრეი მწვანე ჩაისა და კიტრის გამოყენებით იმისათვის, რომ შეავჩეროთ კანის დაბერება

როგორ მოვამზადოთ ტანისა და სახის სპრეი მწვანე ჩაისა და კიტრის გამოყენებით იმისათვის, რომ შეავჩეროთ კანის დაბერება

სხეულის მოსავლელად ქალები ათასგვარ საშუალებას იყენებენ. არჩევანი მრავალფეროვანია, ასე რომ, ყველას შეუძლია, შეარჩიოს საშუალებები, რომლებიც ყველაზე მეტად მიესადაგება მისი კანის ტიპს.

თუ გსურთ, ასაკის მიუხედავად, კარგად გამოიყურებოდეთ, მარტო სახესა და თმას კი არა, ტანსაც უნდა მოუაროთ. ნებისმიერი კოსმეტოლოგი გეტყვით, რომ უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები, სწორად იკვებოთ და ივარჯიშოთ, რათა კანი ხანდაზმულ ასაკშიც რბილი, მკვრივი და აბრეშუმივით ნაზი გქონდეთ.

კანის მოვლამ ეფექტი რომ გამოიღოს, აუცილებელია, სწორად, ორგანიზმის მოთხოვნისამებრ შევარჩიოთ მოსავლელი საშუალებები. ზოგ ქალს ბუნებრივად აქვს ცხიმიანი კანი. ასეთ კანს მხოლოდ წყლის ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მიკროელემენტებით კვება სჭირდება. ზოგს შხაპის შემდეგ კანის დაჭიმულობა და აქერცვლა აწუხებს, ამიტომ იძულებულია, უხვად გამოიყენოს დამატენიანებელი კრემები, ლოსიონები და სპრეი.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მწვანე ჩაი შესანიშნავია მზისგან დაზიანებული კანის გამოსასწორებლად და დღეს მე მსურს გაზიაროთ ხელნაკეთი სხეულის სპრეის რეცეპტი, რომელიც მართლაც მისწრება იქნება ცხელ დღეებში!

საჭირო ინგრედიენტები:

მწვანე ჩაის  1 პაკეტი; ნახევარი კიტრი; 1 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი; პიტნის ეთერზეთი (სურვილისამებრ); სპრეის ბოთლი.

როგორ მოვამზადოთ:

მოამზადეთ ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და გააცივეთ მაცივარში. გათალეთ კიტრი, დააბლენდერეთ და შემდეგ გაწურეთ. ჩაის გაცივების შემდეგ დაამატეთ 1/4 ჭიქა სპრეის ბოთლში.

შენიშვნა:

თუ თქვენი სპრეის ბოთლი უფრო დიდია, უბრალოდ დაამატეთ მეტი ჩაი. დაამატეთ 2 სუფრის კოვზი კიტრის წვენი, 1 სუფრის კოვზი ალოეს გელი და 1-2 წვეთი ეთერზეთი.  შეინახეთ მაცივარში დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ბოთლი.

უკეთესი ეფექტის მისაღებად სპრეი გამოიყენეთ აბაზანის ან შხაპის შემდეგ - ამ დროს კანის ფორები ღიაა და კოსმეტიკური საშუალება უკეთესად შეიწოვება.

ეცადეთ, შეძლებისდაგვარად შეიძინოთ ხარისხიანი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი ნაწარმი, რომელიც სხეულის მოვლაში ნამდვილად დაგეხმარებათ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Exit mobile version