Vau.ge

მოიცილეთ პიგმენტალური ლაქები და ნაოჭები მხოლოდ ერთ კვირაში!

მოიცილეთ პიგმენტალური ლაქები და ნაოჭები მხოლოდ ერთ კვირაში!

პიგმენმტური ლაქები უმეტესად ქალებს უჩნდებათ. ეს დაკავშირებულია ქალის ფიზიოლოგიის თავისებურებებთან. ლაქების გაჩენის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს: მზის სხივების გადამეტებული ზემოქმედება, ღვიძლის ან კუჭ-ნაწლავების სისტემის მუშაობის დარღვევა, კანზე ქიმიურად აქტიური ნივთიერებების ზემოქმედება.

არასასურველი ფაქტორის ზემოქმედებით კანის განსაზღვრულ უბნებში გროვდება დიდი რაოდენობით პიგმენტი- მელანინი და კანი მუქ ელფერს იძენს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გამკვლევების ჩატარება, რადგან შეიძლება, ამ კოსმეტიკური ნაკლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით მდებარეობდეს. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში პიგმენტური ლაქები ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნიან და ისინი მხოლოდ ვიზუალური ნაკლის რანგში განიხილება. ამ საკითხს უფრო ყურადღებით უნდა მოეპყრან ისინი ვის ნათესავებსაც აქვთ ჭორფლი ან პიგმენტური ლაქები.

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის თანახმად, ასაკობრივი ლაქები მზეზე ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება.

ყველას სძულს ასაკობრივი ლაქები, განსაკუთრებით სახეზე!

ამასთან დაკავშირებით, დიდი რაოდენობით არის კოსმეტიკური საშუალებები მათ სამკურნალოდ. თუმცა, რადგანაც ეს ყველა პროდუქტი შეიცავს ქიმიკატებს, ისინი შეიძლება საშიში იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. საბედნიეროდ, ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად რამდენიმე საშინაო საშუალება არსებობს. მაგრამ იმისათვის, რომ  მთლიანად მოიშოროთ, დიდი დრო დასჭირდება.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ხალხური საშუალება საკმაოდ ეფექტურია და მისი ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია.

საჭირო ინგრედიენტები: 1 მოზრდილი ლიმონი; შვრია.

მომზადების წესი:

შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.  ჯერ სახე გაიწმინდეთ. ახლა წაისვით ნიღაბი და გააჩერეთ მინიმუმ 20 წუთი. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შვრიის ფაფა ხსნის ფორებს და შთანთქავს ყველანაირ ჭუჭყს. კანი გახდება მბზინავი, ნათელი და პრიალა.

ასევე შეგიძლიათ სცადოთ მეორე რეცეფტი:

რამდენიმე წვეთი წყალბადის ზეჟანგი; 2 ჩ.კ. რძის ფხვნილი; რამდენიმე წვეთი გლიცერინი; რამდენიმე წვეთი ლიმონი

კარგად აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. უმჯობესია ეს კრემი ღამით წაისვათ, დილით კი გაღვიძებისთანავე კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version