Vau.ge

ნიღაბი თმის სწრაფი ზრდისთვის

ნიღაბი თმის სწრაფი ზრდისთვის

თმის ზრდის ხელშესაწყობად ჩვენთვის ცნობილი მეთოდებიდან ასეთ რჩევების შეთავაზება შეგვიძლია: თმების ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალას მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება თმების ფოლიკულების სისხლით მომარაგება.

Შემადგენლობა:

- 1 ს.კ.  დიმექსიდი
- 3 ს.კ. ქაცვის ზეთი

ზოგი გოგონა ამტკიცებს, რომ ამ ნიღბის ეფექტურობა უბრალოდ ჯადოსნურია - თმა თვეში 3-4 სმ იზრდება! ასევე ქაცვის ზეთი არის ნამდვილი "ბალზამი" ჭაღარა თმისთვის, ის ძალზე ეფექტურად აღადგენს მის დაზიანებულ სტრუქტურას.

გაათბეთ ზეთი, დაუმატეთ დიმექსიდი, წაისვით თმაზე, კარგად შეიზილეთ ძირები და სკალპი. გაიჩერეთ თმა თბილი პირსახოცის ქვეშ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც ქაცვის ექსტრაქტი შედის, თავის კანის ზედმეტ ცხიმიანობას შესანიშნავად უმკლავდება და თმის ბოლოების გაყოფასაც უშლის ხელს. ქაცვის წყალობით თმის დაზიანებული სტრუქტურაც აღდგება, თმა უფრო სქელი და ძლიერი ხდება.

ქაცვის ზეთიანი შამპუნები და ბალზამები კვებავენ და იცავენ თმის ძირებს. ქაცვის ზეთი ასტიმულირებს თმის ზრდას და ამაგრებს თმის ძირებს, ქაცვის ზეთი შეიზილეთ თმაში, დაბანამდე 1 საათით ადრე. კვებავს თავის კანს და აუმჯობესებს თმის გარეგნობას. ქაცვის ზეთი ანიჭებს მას ძალას და ჯანმრთელ ბზინვარებას.

ასევე, ცხიმიანი თმისათვის – აბუსალათინის და ქაცვის ზეთი შეურიეთ თანაბარი რაოდენობით (2ს.კ.), დაუმატეთ 2 კვერცხის გული, წაისვით თავის კანზე გაიჩერეთ 30წთ. და ჩამოიბანეთ.

დიექსიდი ხელს უწყობს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას. ეხმარება თმის ფოლიკულებს სასარგებლოა ნუტრიენტებით და ცხიმოვანი მჟავებით. დიმექსიდი ასტიმულირებს თმის ნიღბების მუშაობას და აჩქარებს მათ ეფექტს; პრეპარატს აქვს საშრობი ეფექტი, კვებავს სუსტ და თხელ თმას. დიმექსიდი ზრდის სისხლის მიმოქცევას.   მას აქვს აღდგენითი და სამკურნალო ეფექტი.  აჩქარებს  თმის ზრდას და გასქელებას.

 

Exit mobile version