Vau.ge

საუკეთესო ნიღბები თვალების გარშემო

საუკეთესო ნიღბები თვალების გარშემო

ესპანური ნიღაბი თვალისთვის

აიღეთ ლობიო (დაახლოებით ერთი ჭიქა), გააჩერეთ წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში. მოხარშული ლობიო გაჭყლიტეთ, შეურიეთ  ნახევარი ლიმონის წვენი და მცენარეული ზეთი 1 კოვზი. წაისვით თბილი მასა თქვენს სახეზე და გააჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი და შემდეგ ცივი წყლით. ამ ნიღაბს აქვს მკვებავი და დამარბილებელი ეფექტი ქუთუთოების დელიკატურ კანზე.

თაფლის ნიღაბი თვალების გარშემო

ხალხური მედიცინა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თაფლს. შესანიშნავი შედეგის მიღწევა შეიძლება, თუ თაფლის ნიღბებს გააკეთებთ. ამ ნიღბის რეცეპტი მარტივია. აიღეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი და შეურიეთ მას ორი სუფრის კოვზი ქერის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა. დაიტოვეთ იგი სახეზე 20-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით. ამ ნიღაბს აქვს მკვებავი და მატონიზირებელი ეფექტი. თაფლის ნიღაბი არ უნდა იქნას გამოყენებული ძალიან ხშირად.

შვრიის და თაფლის ნიღაბი  თვალების გარშემო

შეურიეთ ორი სუფრის კოვზი თაფლი ერთი კოვზი ძალიან ძლიერი ჩაი და ორი სუფრის კოვზი შვრიის ფაფა. დაამატეთ ცოტა წყალი ამ მასას, რომ მიიღოთ ისეთი მასა, ადვილად წაიავათ. მიღებული მასა ოდნავ გაათბეთ ორთქლზე.  ზემოდან, ნიღაბი შეიძლება დაფარული იყოს პირსახოცით და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით. ნიღბის შემდეგ წაისვით კანზე დამატენიანებელი. ეს ნიღაბი ათავისუფლებს ნაოჭებს თვალების გარშემო. სასარგებლოა მშრალი კანისთვის.

კვერცხის გული ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

თვალების გარშემო კანი ძალიან დელიკატურია, ხშირად ექვემდებარება უარყოფითი ამინდის პირობებს და ამიტომ საჭიროებს დამატებით კვებას. ამ შემთხვევაში, კვერცხის გული დაგეხმარებათ. გული შეიცავს ლეციტინს, ქოლესტერინს და სხვა ძლიერ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ასწორებს კანს. შეურიეთ ერთი გული ნახევარი ლიმონისგან გამოწურულ წვენს, დაუმატეთ  1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. გაიჩერეთ  ნიღაბი მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში.  ნიღაბს აქვს მკვებავი და დამარბილებელი ეფექტი. ნაოჭების საწინააღმდეგო კარგი საშუალებაა.

თვალის ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი სელის თესლით

ზამთარში თვალების გარშემო კანს განსაკუთრებული კვება სჭირდება და მისი ნაკლებობა შეიძლება გახდეს ანთება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია სელის თესლის ნიღაბით, რომელიც ასევე შესანიშნავი საშუალებაა ნაადრევი ნაოჭების საწინააღმდეგოდ. დაასხით ორი სუფრის კოვზ სელის თესლს ორი ჭიქა წყალი და მოხარშეთ. მიღებული მასა წაუსვით ბამბის ბალიშებს და  გააჩერეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ სახე ცხელი წყლით და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ნიღაბს აქვს მკვებავი და დამარბილებელი ეფექტი, იცავს კანს ნაოჭებისგან.

Სტაფილოს ნიღაბი

გახეხეთ ორი ახალი სტაფილო და შეურიეთ ორი სუფრის კოვზი კარტოფილოს ფქვილი და ერთი კვერცხის გული. მიღებული მასა წაისვით კანზე. 20 წუთის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ. სტაფილოს ნიღაბი კვებავს, არბილებს და აჯანსაღებს კანს. კარგად მოქმედებს კანზე და მისი გაკეთება საკმაოდ ხშირად შეიძლება.

კომბოსტოს ნიღაბი

მშვენიერი პარიზელები იყენებენ კომბოსტოს არა მხოლოდ საკვებად, არამედ კარგი კანისთვისაც. ჩვენ ასევე გირჩევთ გამოიყენოთ ეს ხელმისაწვდომი და სასარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი. ნიღაბისთვის გჭირდებათ მხოლოდ 100 გრ კომბოსტო. კომბოსტო  წაისვით სახეზე.  15-20 წუთის შემდეგ მოიცილეთ ნიღაბი და ჩამოიბანეთ სახე ცივი წყლით. ნიღაბს აქვს მკვებავი ეფექტი.

მარწყვის ნიღაბი

თვალების გარშემო კანი, ისევე როგორც მთელი სხეული, განიცდის ვიტამინების ნაკლებობას. ეს ნიღაბი მზადდება შემდეგნაირად. მარწყვი გაჭყლიტეთ, დაამატეთ ნაღები და მოამზადეთ სქელი მასა. დაამატეთ თაფლი 1 ჩ. კოვზი. წაუსვით ტამპონს და დაიდეთ თვალების გარშემო  20 წუთის განმავლობაში. მოიწმინდეთ კანი რძეში დასველებული ბამბის ტამპონით. ამ ნიღაბს აქვს მკვებავი, გამაგრილებელი და დამარბილებელი ეფექტი.

ჟოლოს ნიღაბი

აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჟოლო, გახეხეთ და ბამბის ტამპონზე  დადეთ.გამოიყენეთ ეს ტამპონი თქვენი კანის დატენიანებისთვის რამდენჯერმე. 15-20 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ კანი ნესტიანი ტამპონით.

გარგარის ნიღაბი

შეურიეთ ორი სუფრის კოვზი სუფთა გარგარის წვენი სუფრის კოვზ კრემთან და ჩაის კოვზ შვრიის ფაფასთან. განათავსეთ ნარევი ტამპომზე და მოათავსეთ კანზე. 20 წუთის შემდეგ  ჩამოიბანეთ სახე თბილი ან ცივი წყლით. ნიღაბს აქვს მკვებავი ეფექტი.

Exit mobile version