Vau.ge

თმის ცვენა: მთავარი მიზეზები და პროფილაქტიკა

თმის ცვენა : მთავარი მიზეზები და პროფილაქტიკა

თმის ცვენა  ნორმალურია. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც თმის ცვენა ძალიან ინტენსიურ სახეს იძენს .
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გავიგოთ ცვენის გამომწვევი მიზეზები და დავიწყოთ მკურნალობა.

ტელოგენური გადინება
ამ მდგომარეობას ხშირად ალოპეციას უწოდებენ, რაც სხვადსხვა მიზეზებით შეიძლბა იყოს გამოწვეული.
ყველაზე ხშირად ეს ხდება ორსულობის, სტრესის პერიოდში, სერიოზული ოპერაციის, გასახდომი დიეტების ან კონკრეტული წამლების მიღების შემდეგ.
თმის ცვენა შესაძლოა დაიწყოს ზემოთ ხსენებული პერიოდებიდან 3-6 თვის შემდეგ.

ჰიპერთირეოზი
ეს დაავადება ძირითადად ქალებში გვხდება. გამელოტებას ადამინი იწყებს მაშინ, როდესაც ირღვევა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება. იმისათვის, რომ დაადგინოთ თმის ცვენის მიზეზი გამოწვეულია თუ არა ამ მიზეზით, უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ რამოდენიმე ანალიზი.

წითელი მგლურა
მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანია დაავადებული ამ დაავადებით და აქედან უმრავლობა არიან-ქალები. ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი შეცდომით შეტევას ახორცილებს ჯანრთელი კანის მიმართ.
წითელი მგლურას ერთ-ერთი სიმპტომი არის თმის ცვენა და დისკომფორტი თავის კანის მიდამოში.

პოლიკისტოზი
ამ დაავადების პირველი სტადია ხასიათდება არასიმპტომური ჰორმონალური დისბალანსით და შესაძლო გამოვლინდეს 11 წლიდან, როდესაც საკვერცხეები იწყებენ მამრობითი ჰორმონების გამომუშავებას.
ხშირ შემთხვევა ამ დაავადების სიმპტომია თავზე თმის დიდი რაოდენობით ცვენა, მაშინ როცა სხეულის სხვა მიდამოებში თმა შესაძლოა იზრდებიდეს საკმაოდ ინტენსიურად.

როგორ შევაჩერით თმის ცვენა?
წყალი - ძალიან მნიშვნელოვანია წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება, რადგანაც ჩვენი სხეულის დიდი ნაწილი წყლისგან შედგება.

ცხოვრების ჯანსაღი სტილი
იმისათვის რომ სხეულმა თავი კარგად იგრძნოს აუცილებელია: სწორად კვება, სპორტი და ძილი, არა არანაკლებ 8 საათისა.

მასაჟი თმის ძირებზე, კვირაში ერთხელ მაინც
თმის ზრდის სტიმულაციისა და ცვენის შეჩერებისათვის საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც ჟოჟობას, ზეითუნის ან ქოქოსისი ზეთის მასაჟი. არ გამოიყენოთ ვარცხნილობის დასაყებებელი საშუალებები თმაზე,რათა აირიდოთ თმის უფრო მეტად ცვენა.
თქვენი თმის შამპუნი და კონდიციონერი უნდა შეიცავდეს: A, B, C, E ვიტამინებს, ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმა და ასევე შეაჩეროთ თმის ცვენა.

Exit mobile version