Vau.ge

აი რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სისხლძარღვები იყოს სუფთა და ელასტიური

აი რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სისხლძარღვები იყოს სუფთა და ელასტიური

იმისათვის, რომ Სისხლძარღვები იყოს ელასტიური, აურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, თაფლი და მზესუმზირის ზეთი და დალიეთ უზმოზე. მკურნალობის კურსია 10 დღე.

ან, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი 3/4 ჭიქა თბილ ადუღებულ წყალში. დალიეთ ძილის წინ 10 დღის განმავლობაში.

სისხლძარღვების გასაწმენდად, გაატარეთ 2 საშუალო ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 2-3 ჩაის კოვზი ჭამის წინ ან ჩაისთან ერთად.

1 ჩაის ჭიქა კამის თესლი, 1 სადილის კოვზი კატაბალახას ფესვი, 2 ჩაის ჭიქა ნატურალური თაფლი კარგად აურიეთ, დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და მთელი ღამით თერმოსში გააჩერეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღე-ღამეში 5-7-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სახეხზე გახეხეთ ერთი ლიმონი და ერთი თავი ნიორი, დაასხით 1,5 ლ ადუღებული და გაცივებული წყალი, 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და სვით უზმოზე 50-50 გრამი.

სისხლძარღვთა გასაწმენდად განსაკუთრებით სასარგებლოა ოხრახუშის წვენი, რომელსაც ამავე დროს ძლიერი ანტისეპტიკური, დეტოქსური (ტოქსინებისგან გამწმენდი) და სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) მოქმედებაც აქვს.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური კომპონენტების ინდივიდუალური შეუწყნარებლობა.

სისხლძარღვების გასამაგრებელი, ელასტიურობის მიმნიჭებელი, პროფილაქტიკური საშუალებები:

1. რომელი პროდუქტები შეიტანოთ რაციონში

უმი თესლები და კაკლები, ღვიძლი, ლობიო, თევზი. ეს ყველაფერი მდიდარია A და E ვიტამინებით და სელენით. ისინი აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას. ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან. ეს მჟავები ყველაზე დიდი რაოდენობით შედის ზღვის თევზში.

2. რომელ პროდუქტებზე უნდა ვთქვათ უარი

ძეხვეულის, მზა სოუსების, საკონდიტრო ნაწარმის, შაქრის შემცველი პროდუქტების გამოყენება იწვევს სისხლძარღვებში ანთებით პროცესებს, ასუსტებს მათ.

3. ფიზიკური აქტივობა

ვარჯიშები წვავს ცხიმოვან ჩანართებს და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. ამით რეგულირდება ცხიმოვანი ცვლა ორგანიზმში. სისხლძარღვები ხდება უფრო ელასტიური და მტკიცე. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

Exit mobile version