Vau.ge

კბილების მგრძნობელობის წინააღმდეგ ბრძოლის 4 გზა

კბილების მგრძნობელობის წინააღმდეგ ბრძოლის 4 გზა

მძაფრ საკვებს, როგორიცაა ღვინო, ციტრუსის ხილი და ყავა, შეუძლია მინანქრის გაღიზიანება - აფრთხილებს სტომატოლოგი დოქტორი ჯონ მ. კოქსი. და ამ დამცავი გარე ფენის გარეშე, კბილების მგრძნობელობა გაიზრდება.

1. შეამცირეთ სასმელი ყავისა და ღვინის რაოდენობა

”მჟავე საკვებს, როგორიცაა ღვინო, ციტრუსის ხილი და ყავა, შეუძლია მინანქრის გაღიზიანება”, - აფრთხილებს სტომატოლოგი დოქტორი ჯონ მ. კოქსი.
და ამ დამცავი გარე ფენის გარეშე, კბილები უფრო მგრძნობიარე გახდება.

2 .გონივრულად აირჩიეთ

კბილის პასტა, რომელიც ათეთრებს კბილებს, ხშირად შეიცავს ფოსფატებს, რამაც შეიძლება კბილებს მგრძნობელობა გაუძლიეროს. ამის ნაცვლად, იპოვნეთ კარგი კბილის პასტა, რომელშიც არის კალიუმის ნიტრატი, რომელიც ბლოკავს რეცეპტორებს.

3. იშვიათად გაითეთრეთ კბილები.

მათეთრებელი პროდუქტები შეიცავს აბრაზივების დიდ დოზას.  იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული კბილების მგრძნობელობა, თქვენ უნდა გაათეთროთ კბილები არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ - ამბობს დოქტორი კოქსი.

4. კბილის ჯაგრისი უნდა იყოს რბილი.

თავიდან აიცილეთ გაღიზიანება, გამოიყენეთ  რბილი ჯაგარისი კბილების სასახეხად.

კბილების მომატებული მგრძნობელობა

შესაძლო გამომწვევი ფაქტორები :

ჯანმრთელ პირის ღრუში, კბილი დაფარულია მინანქრით, ხოლო კბილის ფესვი მოთავსებული ყბის ძვალში და დაფარულია ღრძილით. კბილის შიდა შრეს წარმოადგენს დენტინი, რომელიშიც მიკროსკოპული არხებია. როდესაც ხდება მინანქრის დაზიანება, დენტინი კარგავს დამცველობით შრეს და მისი არხები სხვადასხვა გამღიზიანებლის (ცხელი, ცივი,მჟავა და სხვა) მიმართ ხელმისაწვდომი ხდება, ეს იწვევს მომატებულ მგრძნობელობას.

კბილების მომატებული მგრძონელობის მკურნალობა შესაძლებელია, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ ფაქტორზე.

მგრძნობელობის დამაქვეითებელი კბილის პასტები და სავლები – მარტივი და პრაქტიკული გამოსავალია მომატებული მგრძნობელობის დასაქვეითებლად, განსაკუთრებით კბილების ქიმიური გათეთრების შემდეგ.

 

Exit mobile version