Vau.ge

ინფუზიები, რომლებიც ადვილად ასუფთავებენ ვენებსა და არტერიებს!

ინფუზიები, რომლებიც ადვილად ასუფთავებენ ვენებსა და არტერიებს!

არტერიების თანდათანობით დაბინდვა და ჩაკეტვა დიდი პრობლემაა, რაც უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს, როდესაც გვიანია.

იცით რა არის ჩვენი ჯანმრთელობის ყველაზე საშიში მტერი? იცით, რითი ხდება მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ყოველწლიურად? ათეროსკლეროზით. არტერიების თანდათანობითი დაბინდვა და ჩაკეტვა რთული პრობლემაა.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ შეგიძლიათ გააძლიეროთ სისხლის მიმოქცევის სისტემა და გააუმჯობესოთ ჯანმრთელობა სამკურნალო ინფუზიების საშუალებით.

ძალიან მნიშვნელოვანია დროულად გავითვალისწინოთ, რომ აცილებელია  ვენების და არტერიების სისუფთავე, ცხიმოვანი დაფებისგან დაცვა, რის გამოც არტერიების კედლები ვიწროვდება და ნაკლებად მოქნილი ხდება, რაც ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას.

სწორ და დაბალანსებულ კვებასთან ერთად სასურველია შემდეგი ნაყენი შეიტანოთ თქვენს რაციონში.

1. ცაცხვისა და კუნელის ინფუზია

ეს ინფუზია გაწმენდს ვენებსა და არტერიებს.

ბუნებამ იზრუნა აბსოლუტურად ყველაფერზე: ის წარმოუდგენლად მდიდარია ყველა სახის ბუნებრივი საშუალებებით, რომლებსაც შეუძლია იზრუნოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ჩვენი გულის დასაცავად, ვენების და არტერიების გასასუფთავებლად ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი მცენარეული ინფუზია უეჭველად კუნელის ინფუზიაა. მისი შეძენა მარტივად შეგიძლიათ აფთიაქებში.

ამ მცენარის სამკურნალო თვისებებს შეუძლია გააუმჯობესოს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა (ვინაიდან კუნელს აქვს ვაზოდილატაციური მოქმედება). ასევე საინტერესოა იცოდეთ, რომ კუნელი ეფექტური წამალია შაკიკისგან გამოწვეული მწვავე ტკივილის დროს.

არტერიული წნევის დარეგულირების, დაძაბულობის განმუხტვის, შფოთვითი დონის კონტროლისა და მოდუნების ხელშესაწყობად აი, როგორ მოვამზადოთ ეს ინფუზია.

შემადგენლობა:

10 გრ კუნელი; 10 გრ ცაცხვი; 1 ჭიქა წყალი (200 მლ); 1 სუფრის კოვზი თაფლი (25 გრ).

მომზადების მეთოდი:

ყველაფერი ძალიან მარტივია. პირველ რიგში, წყალი გაათბეთ, როგორც კი ადუღდება, დაამატეთ კუნელი და ცაცხვი. მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში.

გაწურეთ ინფუზია და ჩაასხით თქვენს ჭიქაში, დაამატეთ კოვზი თაფლი. სასურველია ამ ინფუზიის დალევა დილით უზმოზე,  ყოველდღე. დღეში ერთი ჭიქა საკმარისია. კუნელის ვასოდილაციური თვისებების გათვალისწინებით, ინფუზია სასურველია იყოს მიღებული  ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 10 დღე.

2. როზმარინისა და ლიმონის ინფუზია

შეგიძლიათ დაწეროთ მთელი ენციკლოპედია როზმარინის სასარგებლო თვისებების შესახებ. ეს სამკურნალო მცენარე ძალიან ხშირია  ხმელთაშუაზღვისპირეთში, მაგრამ თუ ის არ იზრდება თქვენს სახლში ან ბაღში, მაშინ არ ინერვიულოთ, მისი შეძენა ყოველთვის შეგიძლიათ აფთიაქებში. როგორც წესი, როზმარინს იყენებენ, როგორც კუნთების რელაქსანტს (ამცირებს კუნთების ტონუსს), მატონიზირებელ და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას.

როზმარინის სარგებლობის გათვალისწინებით სისხლის მიმოქცევისთვის, აგრეთვე სტრესთან ბრძოლისთვის, სასურველია დალიოთ მისი ინფუზია დღეში ორჯერ, ერთი ჭიქა დილით, მეორე საღამოს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როზმარინი მდიდარია ორგანული მჟავებით და ტანინებით, რომლებიც აძლიერებენ და ასუფთავებენ ვენებსა და არტერიებს.

ჩვენ გირჩევთ დაამატოთ ლიმონის წვენი როზმარინის ინფუზიაში. მას შეუძლია შეამციროს შფოთვა და გაუმკლავდეს სტრესს. გსურთ იცოდეთ როგორ  მოამზადოთ ეს სასმელი?

შემადგენლობა:

15 გრ სუფთა როზმარინი; 10 გრ ლიმონის წვენი; 1 ჭიქა წყალი (200 მლ); 1 სუფრის კოვზი თაფლი (25 გრ),

მომზადების მეთოდი:

პირველი, როგორც ყოველთვის, ჩვენ გავათბობთ წყალს. როდესაც ადუღდება, დაუმატეთ როზმარინი და ლიმონის წვენი. ჩვენ დავტოვებთ მას 30 წუთის განმავლობაში,  როზმარინს უნდა ჰქონდეს დრო, რომ მისი ყველა სასარგებლო თვისება გამოვიდეს.
ამ დროის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ და გააცივეთ. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ გაფილტრეთ, ჩაასხით ჭიქაში, დაამატეთ  თაფლი და დაასრულეთ! შედეგი არის გემრიელი და წარმოუდგენლად ჯანსაღი სასმელი. გახსოვდეთ, რომ დღეში ორჯერ მიირთვით.

Exit mobile version