Vau.ge

ჰერპესის მკურნალობა სახლის პირობებში

ჰერპესის მკურნალობა სახლის პირობებში

ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰერპესვირუსის ოთხი მორფოლოგიური ჯგუფი არსებობს – უბრალო ვირუსჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი, რომელიც პატარებში იწვევს ჩუტყვავილას, დიდებში კი სარტყლისებრ ჰერპესს, ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი.

გარდა ამისა, არსებობს ჰერპესის ორი იმუნოტიპი, პირველი იმუნოტიპი ანუ უბრალო ჰერპესი, რომელიც იწვევს გამონაყარს სახის არეში და მეორე იმუნოტიპი, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.

უბრალო ჰერპესის ფორმით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ორგანიზმში ვირუსი სასუნთქი გზების საშუალებით ხვდება, შემდეგ გადადის ლატენტურ ანუ მძინარე ფორმაში.

შეიძლება ადამიანი იყოს უბრალოდ ვირუსმატარებელი და საერთოდ არ გამოუვლინდეს გამონაყარი, ზოგს შესაძლოა წელიწადში ორჯერ გაუმწვავდეს ვირუსი, ზოგს კი – თვეში ხუთჯერ. ეს ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებულია, ამიტომ ხშირად ჰერპესით დაავადებულ პაციენტებს ჩ ვიტამინს ვუნიშნავთ, შესაბამისად მათთვის კარგია ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები. ვირუსის გააქტიურებისთვის ბევრი ხელშემწყობი პირობა არსებობს, ეს შეიძლება იყოს შემცივნება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გადახურება, თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებები, სტრესი და ზოგადად, იმუნიტეტის დაქვეითება.

ტუჩებზე უსიამოვნო გამონაყარის „მოწვა“ პროპოლისის ნაყენითაც შეიძლება. ოღონდ, როცა „მოიწვავთ“ , ათი წუთის შემდეგ გვირილის ან კალენდულას ექსტრაქტზე დამზადებული დამარბილებელი კრემი წაისვით.

საერთოდ, ჰერპესის მკურნალობის თითქმის ყველა მეოთდი მტკივნეულია, მაგრამ დაიჯერეთ, სილამაზისთვის ცოტაოდენი ტკივილის მოთმენა ნამდვილად ღირს!

თუ ჰერპესის სამკურნალოდ ზემონახსენები საშუალებებიც არ გაქვთ, მაშინ იარა შეიძლება სპირტით, ოდეკოლონით ან ვალოკორდინით მოიწვათ. უბრალოდ, ბამბის ტამპონი რომელიმე მათგანში დაასველეთ და ჰერპესზე მიიდეთ.

შეგიძლიათ შინაურ პირობებში მალამოც დაამზადოთ:

ერთმანეთში აურიეთ ნახევარი სადილის კოვზი თაფლი, ერთი სადილის კოვზი ფერფლი, შეგიძლიათ ქაღალდის ნაგლეჯი დაწვათ და დარჩენილი ფერფლი გამოიყენოთ და სამი კბილი წვრილად გახეხილი ნიორი. ეს ნაზავი რაც შეიძლება ხშირად წაისვით ტუჩის ჰერპესზე. თუმცა მასზე მარტო ფერფლის მოყრაც შეიძლება.

ყველაზე გავრცელებულ სამკურნალო საშუალებადაა მიჩნეული 
ქაცვის ზეთი და ალოეს წვენი. მტკივან ადგილზე რეგულარულად წაისვით ალოეს წვენი, უკეთესი ეფექტისთვის კი შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი ჭამის წინაც დალიოთ, ოღონდ ალოეს წვენი ძალიან მწარეა, ამიტომ უმჯობესია, მას თაფლი შეურიოთ.

დაგეხმარებათ საკვები სოდაც. შემოდგით ცეცხლზე ნახევარი ჭიქა წყალი, როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი საკვების სოდა, მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან და მოურიეთ. დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჰერპესზე მიიდეთ. ესეც მტკივნეული პროცესია, მაგრამ მოითმინეთ! ამ პროცედურის შემდეგ შეიძლება ჰერპესზე სოდიანი ნადები დაგრჩეთ, მაგრამ არ მოიცილოთ. ორი საათის შემდეგ შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.

Exit mobile version