Vau.ge

გაინტერესებთ დილის ყავის 5 ალტერნატივა?!

გაინტერესებთ დილის ყავის 5 ალტერნატივა?!

ყოველ ჩვენგანს ალბათ სმენია, რომ ყავა არც თუ ისე სასარგებლო სასმელია, თუმცა კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე მისი ჭარბი მოხმარება ბევრი ჩვენგანი ვერც კი ხვდება.

მცირე ჩამონათვალი რატომ უნდა ჩაანაცვლოთ ყავა:

 იმუნიტეტის პრობლემები

კოფეინი — ჩვენი იმუნური სისტემის საუკეთესო მეგრობად ნამდვილად ვერ ჩაითვლება, ისევ და ისევ ფარისებრი ჯირკვლის გამო, რომლის შეზღუდულად ფუნქციონირების პირობებში ხდება იმუნიტეტის დასუსტება, რაც დაავადებების მიზეზი ხდება. თუ თქვენ რაიმე სახის დაავადებებისკენმიდრეკილი ხართ, სჯობს ყავის სმისგან საერთოდ შეიკაოთ თავი, მინიმუმ მანამდე მაინც, სანამ უკეთესად არ გახდებით.

უძილობა

ბევრი კოფეინს იმისათვის იყენებს, რომ ღამით არ დაიძინოს, მაგრამ თუ დაძინების პრობლემები დაგეწყოთ, ნამდვილად არ ღირს ყავის სმის გაგრძელება, უმჯობესია საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. ძილის პრობლემების სიმწვავის არსებობა-არარსებობის მიუხედავად, გაითვალისწინეთ, რომ დღის მანძილზე სამ ფინჯანზე მეტი ყავის დალევა ნამდვილად არ ღირს, რადგან ვერ გამოიძინებთ - კოფეინი მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე ძილშიც და მთელ ნერვულ სისტემას აღგზნებულმდგომარეობაში ამყოფებს.

ვიტამინებისა და მინერალების ცუდი შეთვისება

კოფეინი (დღეში მინიმუმ სამი ფინჯანი ყავის მიღება ან კოფეინის შემცველი აბების მუდმივი მიღება) "კლავს" ვიტამინებს В, РРადაბლებს ორგანიზმში რკინის, კალიუმის, თუთიის, კალიციუმის შემცველობას. 150 მლ ფინჯანი ყავის დალევა სამი საათით აფერხებს კალციუმის შეთვისებას ორგანიზმის მიერ, გარდა ამისა, კოფეინი გამორეცხავს სხეულიდან კალციუმს და ყავის ჭარბი გამოყენება ძვლებს ასუსტებს.

აი რითი უნდა ჩანაცვლოთ ყავა:

Ცხელი შოკოლადი გემოთი ყველაზე ახლოსაა. ეს სასმელი ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს, ფლავონოიდების წყალობით, რომელთა შემცველობითაც კაკაო არ ჩამოუვარდება წითელ ღვინოს, ციტრუსის კანს და მწვანე ჩაის.

მწვანე ჩაი ოდნავ ჩამოუვარდება ყავას კოფეინის შემცველობით, მაგრამ მნიშვნელოვნად მდიდარია ანტიოქსიდანტებით. იგი შეიცავს უამრავ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C), ამიტომ იგი შესაფერისია შემოდგომის პერიოდისთვის გაციების პროფილაქტიკისთვის.

ლიმნის  ან პიტნის ჩაი. თითოეული მათგანი თავისებურად კარგია და რაც ამ სასმელებს აერთიანებს არის ის, რომ მათ აქვთ მსუბუქი მატონიზირებელი მოქმედება და მთლიანობაში შეუძლიათ თქვენი სხეულის გაუმჯობესება. გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ 1- 2 კოვზი თაფლი.

ახალი ხილი ან ბოსტნეული (ხილისა და ბოსტნეულის ნაზავი ასევე კარგია) - ყველაზე ბუნებრივი დილის სასმელია. წვენი ავსებს ორგანიზმს და ენერგიით ავსებს. თავი შეიკავეთ მჟავე წვენის უზმოზე მიღებისგან - კუჭისთვის არ არის სასურველი.

თბილი სახლური ლიმონათი - სწრაფი და იაფი. 1 თაფლის კოვზი გახსენით თბილ წყალში, გამოწურეთ ლიმონის წვენი და დაუმატეთ ლიმონის ცედრა. უმარტივესი ენერგეტიკული სასმელი მზადაა.

 

 

Exit mobile version