Ბერგამოტის ჩაი მკურნალობს გულს და ამცირებს ქოლესტერინს
ბევრმა არც იცის, რომ ბერგამოტი ლიმონისა და მწარე ფორთოხლის (პომერანცის - ერთ-ერთი მარადმწვანე ჯიშის) შეჯვარებით მიღებული მარადმწვანე ციტრუსია. ბერგამოტის მოშენება-გახარება და გაყიდვა იტალიურ ქალაქ ბერგამოში დაიწყეს. აქედან მომდინარეობს მცენარის სახელწოდებაც. თუმცა ბერგამოტის სამშობლო რეალურად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, სადაც პლანტაციების უმრავლესობა დღემდე იტალიელებს.
ეკუთვნით. კალაბრიის პროვინციაში ამ მცენარის ნარგავებს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია. სწორედ აქ ხდება ნამდვილი ბერგამოტის კულტივირება, რადგან აქ არის ამ ციტრუსოვანი მცენარის ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნიადაგი.
ერთ ჭიქა ბერგამოტის ჩაის შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე და შეამციროს გულის დაავადებების რისკი. ამას ამრკიცებენ იტალიელი მკვლევარები.
ბერგამოტის ჩაი შეიცავს ბერგამოტის ექსტრაქტს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, ძალზე სასარგებლოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ეს ექსტრაქტი შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც სტატინები, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის დონის კონტროლისთვის, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები პაციენტებში.
ბერგამოტი ხმელთაშუაზღვის ხილია და არომატის წყალობით, ბერგამოტის ჩაიმ დიდი პოპულარობა მოიპოვა ცხელი სასმელის მსმელებში.
Ახალი კვლევის თანახმად, ბერგამოტი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც ცნობილია როგორც ჰიდროქსიმეთილგლუტარილის ფლავანოლები, რომლებმაც შეიძლება გულის დაავადებების მკურნალობა ისევე ეფექტურად, როგორც სტატინებს.
დასკვნა გააკეთეს კალაბრიის იტალიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. აღმოჩნდა, რომ ბერგამოტის ექსტრაქტი არამარტო აქვეითებს ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის დონეს, არამედ ზრდის იმ დონეს, რასაც ექიმები "კარგ ქოლესტერინს" უწოდებენ.
Ბერგამოტს დიდი ხანია იყენებენ ტრადიციულ "ხალხურ" მედიცინაში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, არა მხოლოდ როგორც გულის დაავადებების პროფილაქტიკის საშუალება, არამედ ჭრილობების, ანთების სამკურნალოდ და ანტისეპტიკად.
ბერგამოტისა და მისი ეთერზეთის სასარგებლო თვისებები
ბერგამოტის ეთერზეთი გამოიყენება სამკურნალო და საპროფილაქტიკო მიზნით. ის ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა: ზრდის შრომისუნარიანობას, ხსნის სტრესსა და დაძაბულობას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, გამოიყენება ანგინისა და დეპრესიის სამკურნალოდ, მადის გაძლიერების მიზნით. ბერგამოტის ეთერზეთის გამოყენება რეკომენდებულია ცხიმიანი კანის მქონე პირებისათვის, რადგან არეგულირებს ქონის ჯირკვლების ფუნქციას, ავიწროებს ფორებს და ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.
ქიმიური შემადგენლობა წარმოდგენილია:
- ვიტამინები - C, B1, B2,
- ანტიოქსიდანტები
- ეთერზეთები
- retinoids,
- ფენოლები ,
- საბინენი
- მირსენი.