Vau.ge

რაშია ეთერზეთების საიდუმლო და უნიკალურობა?

რაშია ეთერზეთების საიდუმლო და უნიკალურობა?

ეთერზეთები იცავს კანს, მაგრამ კანის თითოეულ ტიპს სჭირდება გარკვეული ტიპის ზეთი. ზეთებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სამკურნალო თვისებების გამო, მაგრამ ყველა ქალმა არ იცის, რომ არასწორმა გამოყენებამ  შწსაძლოა ზიანი მიაყენოს სილამაზეს.

ზოგადი რჩევები ზეთის არჩევის შესახებ

დაფნის ეთერზეთი უამრავ თერაპიულ აქტივობას ფლობს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო დამამშვიდებელი მოქმედებაა. ცინეოლის შემცველობის წყალობით კარგი ანტიკატარალური და ამოსახველებელი საშუალებაა.

დაფნა თავისი კომპონენტების წყალობით ვირუსების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. ამასთან, დაფნის ეთ

ნუშის კარაქი, კაკაოს კარაქი და შიის კარაქი სასარგებლოა ქალებისთვის, რომლებიც ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, რადგან ისინი მშრალ და გახეთქილ კანს ეხმარება.

შიის კარაქი ეფექტური წამალია სისხლჩაქცევებისა და ნაწიბურების დროს, რადგან ის აუმჯობესებს კაპილარების ცირკულაციას. ის ასევე ამცირებს ნაოჭებს და გამოიყენება თმის კონდიციონერის ადგილას.

ყურძნის წიპწების და ავოკადოს ზეთებს შეურიეთ ზღვის მარილი და გრეიფრუტის ეთერზეთი რამდენიმე წვეთი,  არაჩვეულბრივია ცელულიტისთვის. ეს კომბინაცია შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს. ასევე არის ჰიპოალერგიული და შესაფერისია მგრძნობიარე და ცხიმიანი კანისთვის.

ჟოჟობას ზეთი ხსნის დაბინძურებულ ფორებს და ავსებს კოლაგენს. ის ასევე აღადგენს კანის ბუნებრივ pH ბალანსს.

ავოკადოს ზეთი აჩქარებს ქრონიკული ეგზემის და კანის სხვა დაავადებების განკურნებას. ინტენსიური დატენიანება სასარგებლოა მშრალი კანისთვის.

კაკაოს კარაქი სასარგებლოა კანის დაბერების შესანელებლად, რადგან ის არბილებს. ხსნის გაღიზიანებას და იცავს მზისგან.

ზეითუნის ზეთი და ყურძნის თესლის ზეთი შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა და მგრძნობიარე კანისთვის.  ბავშვებში სებორეული დერმატიტის სამკურნალოდ გამოიყენება.

თხილის ზეთი აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების და E ვიტამინის მაღალი შემცველობით აძლიერებს კაპილარებს, ამცირებს სიწითლეს.

ნერვული ასთმის, ქოშინის ან ნერვული ხველის სამკურნალოდ რომაული გვირილის როლი უძველესი დროიდან ცნობილია. რომაული გვირილის ეთერზეთი ანთების საწინააღმდეგო, სპაზმის მომხსნელ, ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას ფლობს.

მისი მოქმედება განსაკუთრებით ინტენსიურია და ეფექტი სწრაფად ჩნდება. ეთერზეთი აბსოლუტურად უსაფრთხოა, კანისა და ლორწოვანი გარსისთვის კი რბილია.

ველური ფიჭვის ეთერზეთის მთავარი მოლეკულა პინენია. ეს მოლეკულა ფილტვების ლორწოვან გარსზე დადებით გავლენას ახდენს. მას ფილტვების დონეზე შეშუპების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისება გააჩნია.

ფიჭვის ეთერზეთს მცენარეულ ზეთში ან სხვა ეთერზეთში გაზავება სჭირდება, რომელიც გაღიზიანებას არ იწვევს. ამრიგად, მისი კონცენტრაცია 50%-მდე მცირდება.

ნებისმიერი ეთერზეთის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში.

Exit mobile version