Vau.ge

მუცლის შებერილობის დროს დაგეხმარებათ ხალხური მედიცინა

მუცლის შებერილობის დროს დაგმეხარებათ ხალხური მედიცინა

როგორ მოვიხსნათ მუცლის შებერილობა?

მუცლის ღრუში აირების დაგროვებას მეტეორიზმი ეწოდება. მას ახასიათებს "ყურყური", შებერილობა, დისკომფორტის შეგრძნება და ზოგიერთ შემთხვევაში მსუბუქი ტკივილიც. ხალხური მედიცინა მდიდარია სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რეცეპტებით.

კამა – თუ შებერილობის სამუდამოდ დავიწყება გსურთ, დაუმატეთ მზა კერძებს დაფქული ხმელი კამა. აგრეთვე, საკვებში შეგიძლიათ ანისულის ზეთის ან ბეგქონდრის დამატება.

ნიორი – გაახმეთ და ყავის საფქვავში დააფქვიეთ ნიორი, შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობით (დანის წვერით).

კარტოფილი – მიირთვით ნახევარი ჭიქა კარტოფილის წვენი უზმოზე. 1 საათში შეუდექით საუზმეს. მკურნალობის კურსი არაუმეტეს 10 დღე უნდა გაგრძელდეს.

ანისული – ჩაყარეთ თერმოსში რამდენიმე ჩ.კ. ანისულის თესლი, ჩაასხით რამდენიმე ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათით. მზა ნაყენი დალიეთ დღეში რამდენჯერმე, 50 მლ ოდენობით.

გვირილა – მეტეორიზმს შესანიშნავად მოხსნის სამკურნალო გვირილის ყვავილები. 2 ჩ.კ. ხმელი მცენარე მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთით, დალიეთ დღეში ორჯერ, 100-100 მლ ულუფებით.

ნაცადი და პოპულარული ხერხია, შავი მარილის დახმარებით, მეტეორიზმის მკურნალობა. მისი მომზადება სახლიც შეგიძლიათ. ჩვეულებრივ სუფრის მარილს დაყრით თეფშზე და ზემოდან, წვრილად დაფშვნილ, ჭვავის პურს მოაყრით.ამ ნარევს ასხამენ წყალს და რამდენიმე წუთით დგამენ ღუმელში, რათა ერთგვარი მასა მიიღონ. სწორედ ამ მიღებულ მასას ეძახიან "შავ მარილს". გამოიყენეთ იგი ჩვეულებრივი მარილის ნაცვლად და სამუდამოდ დაივიწყებთ აირების დაგროვებას.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Exit mobile version