Vau.ge

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ფრჩხილები თუ მანიკურის გამოყენებას შეწყვეტთ?! 

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ფრჩხილები თუ მანიკურის გამოყენებას შეწყვეტთ?! 

1. სოკოთი დაინფიცირების რისკის შემცირება

დარწმუნებული ხართ, რომ სპეციალისტი ყველა სანიტარულ სტანდარტს იცავს? ყოველთვის არსებობს ადამიანური ფაქტორი. ინსტრუმენტების ცუდი დეზინფექცია რიგ უსიამოვნებებს იწვევს. მანიკურის სახლის პირობებში გაკეთებისას სრულად დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენი მაკრატელი და ქლიბი უსაფრთხოა.

2. დატენიანება

ლაქის მოშორების შემდეგ ფრჩხილები ერთ ხანს დაუცველია, ანუ რეგულარულად დატენიანება სჭირდება. სჯობს კუტიკულას ზეთი გამოიყენოთ. დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ.

3. ბუნებრივი შეფერილობა

ხომ გაგიგიათ ყვითელი ნადების შესახებ, რომელიც კბილებზე ყავის დალევის და მოწევის შემდეგ ჩნდება. ლაქის მუდმივად გამოყენებას ზუსტად ასეთი მოქმედება აქვს. თუ ფრჩხილის ლაქს რამდენიმე კვირა არ წაისვამთ, ფრჩხილების ბუნებრივ ფერს დაიბრუნებთ.

4. სიგლუვე

ფრჩხილის ზედაპირი კერატინის ქერცლისგან შედგება. ლაქის მოშორებისას ფენა ირღვევა, რაც ფირფიტას არათანაბარს ხდის. თუ ფრჩხილებს აღდგენის დროს მისცემთ, ის უფრო გლუვი და თანაბარი გახდება.

იმისათვის რომ მანიკურის სისტემატური გამოყენებით დაზიანებული ფრჩხილები წესრიგში მოიყვანოთ თქვენ შეგიძლიათ  ხალხურ მეთოდებს მიმართოთ.

მაგალითად, იმისათვის, რომ ჯანმრთელი და თეთრი ფრჩხილები გქონდეთ, გამოიყენეთ ლიმონი. ლიმნის წვენი (120 მლ) შეურიეთ 500 მლ წყალსა და 60 მლ თხედავ საპონს, მიღებულ ხსნარში ჩაყავით ხელები რამდენიმე წუთით. ლიმნის მჟავა ხელს უწყობს ფრჩხილების სიყვითლის მოშორებას, საპონი კი რეცხს ჭუჭყს. შედეგი გარდაუვალია.

იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილები იყოს თეთრი, სუფთა და მყარი, გამოიყენეთ კბილის პასტა. დაიტანეთ ფრჩხილებზე კბილის პასტა და კბილის ჯაგრისის მეშვეობით, რამდენიმე წუთის მანძილზე იზილეთ ის, რათა მასში შემავალი პეროქსიდები ფრჩხილმა შეიწოვოს. გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ შედეგს არ ნახავთ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version