Vau.ge

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი C ვიტამინი ყველა ორგანიზმისთვის? 

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი C ვიტამინი ყველა ორგანიზმისთვის? 

C ვიტამინი აუცილებელი და შეუცვლელი საკვები ნივთიერებაა, რომელიც დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზში მიმდინარე პროცესების დროს.

გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს C ვიტამინს და ამ დანამატის მიღებით როგორ შეიძლება, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რა არის C ვიტამინი?

ასკორბინის მჟავა, იგივე C ვიტამინი, წყალში ხსნადი საკვები ნივთიერებაა.

C ვიტამინი დიდი ოდენობით არ ინახება ორგანიზმში. ზედმეტი გამოიყოფა შარდის სახით, განსხვავებით ცხიმში ხსნადი ნივთიერებებისგან, როგორებიცაა: A, D, E და K ვიტამინები.

C ვიტამინს ორგანიზმი ბუნებრივად ვერ გამოიმუშავებს და საჭიროა, ამ ნივთიერებით მდიდარი საკვების მიღება, რათა დღიური ნორმა შეივსოს.

2013 წლის კვლევების მიხედვით, თქვენს ორგანიზმს ეს ვიტამინი სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად სჭირდება, მაგ:

C ვიტამინი გვხვდება სხვადასხვა მცენარეულ და ცხოველურ საკვებში. დაბალანსებული კვების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ მხოლოდ ამ გზით მიიღოთ აუცილებელი საჭირო დოზა. თუმცა, ბევრი ადამიანი დამატებითი ვიტამინების სახითაც იღებს მას.

რა რაოდენობით C ვიტამინი სჭირდება ადამიანს?

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, ზრდასრულ მამაკაცს დღეში საშუალოდ 90 მილიგრამამდე ც ვიტამინი სჭირდება, ხოლო ქალს – 75.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კი ქალს უფრო დიდი რაოდენობით მიღება ესაჭიროება.

პრენატალური ვიტამინების უმეტესობა შეიცავს C ვიტამინს. რეკომენდირებული C ვიტამინის დოზა იზრდება დღიურად 85 და 120 მილიგრამამდე ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

სიჯანსაღის შენარჩუნება: C ვიტამინის სასარგებლო თვისებები

C ვიტამინი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამ საკვები ნივთიერების საკმარისი რაოდენობით მიღება კი – კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

იხილეთ, რა სარგებელი მოაქვს C ვიტამინის ნორმალური დონის შენარჩუნებასა და დამატებით როგორ მოქმედებს ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

C ვიტამინით მდიდარია ასკილი, კაკალი, ტკბილი წიწაკა, შავი მოცხარი, ციტრუსები, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, სტაფილო, ისპანახი, შინდი, მჟაუნა, მწვანე ბარდა, მარწყვი, ხენდრო, ვაშლი ყურძენი.

Exit mobile version