Site icon Vau.ge

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები განსაკუთრებით ზაფხულში ხდება პრობლემური. რეკომენდაციები იხილეთ ამ სტატიაში

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები განსაკუთრებით ზაფხულში ხდება პრობლემური. რეკომენდაციები იხილეთ ამ სტატიაში

გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები სეზონურია. ზაფხულის პერიოდში საკმაოდ აქტუალური ხდება ვენური პათოლოგიები. პაციენტებს, ვისაც აქვთ ქრონიკული ვენური უკმარისობა ან ვარიკოზული დაავადება, მათთან გაზაფხულის პერიოდში თავს იჩენს ხოლმე არტერიული პათოლოგიები და გულის დაავადებები: მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა, ასევე გულის იშემიური დაავადება და სისხლძარღვების სხვადასხვა ტიპის დაავადებები.

როდესაც ტემპერატურა აქტიურად  იმატებს, ვლინდება ვენური პრობლემებიც. ორგანიზმი კარგავს სითხეს, სისხლის მიმოქცევის პროცესში გარკვეული ძვრები ხდება, იწყება სისხლის შედედების პრობლემები.

იმ პაციენტებში, ვისაც ვენური პრობლემემი აქვს, ხდება გამწვავება თრომბოზების, ან კიდურების შეშუპების სახით. ზაფხულში ორგანიზმი ვერ ახერხებს სითხის კარგ რეგულაციას. ამიტომაც არის რეკომენდებული სიცხეში სითხის დიდი რაოდენობით მიღება და ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს.

სითხის არაადეკვატური შემცველობა იწვევს სისხლის შედედების მომატებას, დაბუჟებების შეგრძნებას, სიმძიმეს კიდურებში. არ არის სწორი, როდესაც ადამიანები იღებენ სისხლის გამათხელებელს.

ჯერ საჭიროა სათანადო რაოდენობით სითხის მიღება, იმისათვის, რომ მოხდეს სისხლის „განზავება“. მაგალითისთვის, წარმოიდგინეთ შედედებული კისელი, რამდენი გამათხელებელიც არ უნდა ჩავყაროთ, თუ სითხით არ განვაზავეთ, მას არაფერი გაათხელებს.

ასევეა სისხლიც, სითხის მიღება მას გაათხელებს და შესაბამისად პროთრომბინის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბლა დაიწევს. მხოლოდ მას შემდეგ, თუ სითხის მიღება არ შველის, შეგვიძლია მედიკამენტებით დავეხმაროთ.

სისხლის გათხელებაში დაგეხმარებათ შემდეგი რეცეფტები

Exit mobile version