Vau.ge

ამარანტის ზეთი შესანიშნავად კურნავს კუნთოვან დაავადებებს, ნერვულ სისტემას და ა.შ.

ამარანტის ზეთი შესანიშნავად კურნავს კუნთოვან დაავადებებს, ნერვულ სისტემას და ა.შ.

ამარანტის ზეთის სასარგებლო თვისებები ჯერკიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ფარმაცევტები დღევანდელ დღემდე სწავლობენ და იკვლევენ მის სასრგებლო და სამკურნალო თვისებებს.

კვლევების დროს აღმოჩნდა, რომ ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერება სკვალენს. ასეთი დიდი რაოდენობით ის არ გვხვდება სხვა მცენარეში. ხოლო ლიზინი ორჯერ მეტია ვიდრე ხორბალში.

ამარანტის თესლის ზეთის ქიმიური შემადგენლობა: 

ამარანტის ზეთი მიიღება ამარანტის თესლებიდან ზეთის გამოწურვით.

100 გრამი ზეთი შეიცავს 756 კილოკალორიას.

ვიტამინები: B1, B2, E, D.

მიკრო და მაკრო ელემენტები: მაგნიუმი, კალიუმი, ფოსფორი, სპილენძი, კალციუმი, რკინა.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ამარანტის ზეთი ასევე შეიცავს: ფიტოსტეროლებს, სკვალენს, ფოსფოლიპიდებს და კაროტინოიდებს.

ნახშირწყალბადი სკვალენი. ამარანტის ზეთს პირველი ადგილი უკავია სკვალენის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლით. ზეთის შემადგენლობაში ის შეიძლება მერყეობდეს 6–15% მდე. როდესაც ზეითუნის ზეთის შემადგენლობაში ის შეადგენს მხოლოდ 1%.

სკვალენი აუცილებელია ორგანიზმისთვის მავნე რადიოაქტიური გამოსხივებისგან თავის დასაცავად. ის ასევე აქტიურად ებრძვის ონკოლოგიურ უჯრედებს, ორგანიზმს ეხმარება ვირუსების, ბაქტერიების და ინფექციების დამარცხებაში. ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს.

ამარანტის ზეთის დადებითი თვისებები: 

ამარანტის უნიკალურმა ზეთმა მრავალ სფეროში ჰპოვა თავისი გამოყენება. ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში, კულინარიაში და კოსმეტოლოგიაში. ამარანტის ზეთის სარგებლობა ორგანიზმისთვის მრავალმხრივია.

მისი სისტემატიური გამოყენებით შეგიძლიათ გამოკვებოთ ორგანიზმის ქსოვილები და თავიდან აირიდოთ უამრავი სერიოზული დაავადება.

ამარანტის ზეთი მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, მინერალებით და ვიტამინებით. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

  1. დერმატიტი და კანის დაზიანებები.
  2. 2 ტიპის დიაბეტი და ჭარბი წონა.
  3. ჰიპერტონია, სტენოკარდია, ვარიკოზი, იშემიური დაავადებები, ინსულტი, ინფარქტი.
  4. წყლული, გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ცეროზი.
  5. გინეკოლოგიური დაავადებები.
  6. ნერვული სისტემის დაავადებები, უძილობა, ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკა, შაკიკი.
  7. ონკოლოგიური დაავადებები.

დერმატიტი და კანის დაზიანებები.

ზეთში არსებული სკვალენის, E ვიტამინის და ლინოლენის მჟავის წყალობით, ის დაზიანებულ კანზე ახდენს ბაქტერიოციდულ, შემახორცებელ, ანტივირუსულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ზეთის სისტემატიური გამოყენება კანზე კომპრესებთან ერთად აჩქარებს კანის რეგენერაციის პროცესს: მზისა და რადიაციული დამწვრობების, დაჟეჟილობების, ჭრილობების, სოკოვანი დაავადებების, ჰერპესის და აკნეს დროს.

2 ტიპის დიაბეტი და ჭარბი წონა.

ზეთის შემადგენლობაში არსებული ფოსფოლიპიდები, ფიტოსტეროლები და სკვალენი აუმჯობესებენ ლიპიდურ ცვლას და სისხლში ნორმაში მოჰყავთ კლუკოზის რაოდენობა.

ჰიპერტონია, სტენოკარდია, ვარიკოზი, იშემიური დაავადებები, ინსულტი, ინფარქტი.

ჯიჯლაყას ზეთი დადებითად მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემაზე. ხელს უშლის ანთებით პროცესებს, ამცირებს თრომბების განვითარების რისკს, ასევე აქვს სისხლძარღვების გაფართოვების ეფექტი.

სასარგებლო ამინომჟავები და მინერალები ხელს უწყობენ გულის რიტმის დარეგულირებას. ასევე აძლევენ ძალას და ელასტიურობას გულის კუნთს.

წყლული, გასტრიტი, კოლიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ღვიძლის ცეროზი.

ზეთში კონცენტრირებული სასარგებლო ნივთიერებები, აჩერებენ შინაგანი ორგანოების ანთებით პროცესებს, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდირებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი დაავადების დროს.

მისი სასარგებლო ნივთიერებები გარს ეკვრის ლორწოვან გარსს და ახორცებენ ჭრილობებს. ასევე ისინი იცავენ შინაგან ორგანოებს მავნე ტოქსიკური ნაერთების დამანგრეველი ზემოქმედებისგან.

გინეკოლოგიური დაავადებები.

ამარანტის თესლის ზეთის დადებითი მოქმედება ვლინდება გარეგანი გამოყენების შემთხვევაშიც, მაგალითად: საშვილოსნოს ყელის ეროზიის, ანთებების, საკვერცხეების კისტის და ვაგინიტის დროს. შინაგანი გამოყენების შემთხვევაში, ის დადებითად აისახება ქალის ორგანიზმზე ჰორმონალური ბალანსის დარღვევის შემთხვევაში.

გარდა ამისა მისი გამოყენაბა ეხმარება ორგანზმს რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენაში. სამკურნალო ამარანტის ზეთი ასევე რეკომენდირებულია მენოპაუზის დროს.

ამარანტის ზეთის მიღების წესი უფროსებისთვის

1 ჩაის კოვზი 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს. ერთი კურსის გასაველად საჭიროა მიიღოთ 0.5 ლიტრი ზეთი, შემდეგ დაისვენეთ 2–3 კვირა. დასვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. წელიწადში რეკომენირებულია 2–3 კურსის გაკეთება.

ბავშვებისთვის

0.5 ჩაის კოვზი 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს. ერთი კურსის გასაველად საჭიროა მიიღოთ 0.2 ლიტრი ზეთი, შემდეგ დაისვენეთ 2–3 კვირა. დასვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. წელიწადში რეკომენირებულია 2–3 კურსის გაკეთება.

გარეგანი გამოყენება

დაიწვეთეთ ერთი წვეთი და ნელი წრიული მოძრაობებით შეიძილეთ კანში. რაც არ შეიწოვება მოიცილეთ მშრალი სალფეტკით.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

თუ შენიშნავთ რაიმე უკუჩვენებას დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება.

Exit mobile version