Vau.ge

იცით რა უნდა მიიღოთ რომ თქვენი გული ჯანმრთელი იყოს და აიცილოთ შეტევა?!

იცით რა უნდა მიიღოთ რომ თქვენი გული ჯანმრთელი იყოს და აიცილოთ შეტევა?!

გულის კუნთის მუშაობის გასაუმჯობესებლად ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ. გულის დაავადებების წინააღმდეგ ბევრი სამკურნალო მცენარე გამოიყენება, თუმცა, კუნელი მათ შორის ნამდვილად გამორჩეულია. მას განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს და სწრაფად მოქმედებს.

გულის უკმარისობის, სისუსტის, ქოშინის დროს დღეში სამჯერ მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნედლი კუნელის ნაყოფი;

მოციმციმე არითმიის დროს სასარგებლოა დღეში ორჯერ 2 სადილის კოვზი კუნელის წვენის მიღება;

გულის არეში ტკივილის შეგრძნების, ტაქიკარდიის, უძილობის, საერთო სისუსტის დროს, 1 სადილის კოვზ კუნელს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნაყენის თითო მესამედი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის ან თავბრუხვევის დროს, ნახევარ ჩაის ჭიქა თესლგამოცლილ ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და კარგად შეფუთეთ.

მთელი ღამე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა შემთბარი ნაყენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში სამჯერ.

როგორ დავიცვათ თავი გულის უკმარისობისგან?

ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა დაავადების და მათ შორის გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

რეკომენდებულია:

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Exit mobile version