Vau.ge

დაფნის ეთერზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები. ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ დაფნის ეთერზეთი.

დაფნის ეთერზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები. ნახეთ როგორ უნდა მოამზადოთ დაფნის ეთერზეთი.

დაფნის ეთერზეთი სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. გამოიყენება მეტეორიზმის, მოწამვლის, მოუნელებლობის და ღებინების დროს.

დაფნა აუმჯობესებს მადას, ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტის მუშაობას, კუჭის სეკრეციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აგრეთვე აუმჯობესებს თირკმელების და მხედველობის სისტემის მუშაობას.

გამოიყენება სტომატიტის მკურნალობის დროს. ის დაბლა სწევს შაქრის შემცველობას სისხლში, არის სპაზმის მომხსნელი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აქვეითებს არტერიულ წნევას. გამოიყენება ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს.

გამოიყენება რევმატიზმის, დამბლის, ოსტეოქონდროზის (მარილების), პოდაგრის დროს. იგი ასევე გამოიყენება სასუნთქი გზების დავადებების დროს.

მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ბრონქიტებისა და გრიპის მსვლელობას, აფერხებს ტუბერკულიოზის განვითარებას. მას იყენებენ ეპიდემიის დროსაც, ამ დროს ის შესანიშნავი იმუნოსტიმულიატორია. ეთერზეთი აქრობს სპაზმებს მენსტრუალური ტკივილების დროს.

ის შეიძლება გამოვიყენოთ ლიმფური კვანძების ანთების დროს. ამისთვის საკმარისია რამოდენიმე წვეთი წავისვათ მტკივნეულ ადგილზე.

ფსიქო-ემოციური სფეროები. დაფნის ეთერზეთი ფლობს მსუმუქ  ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ახდენს მასტიმულირებელ ზეგავლენას. მის არომატს გამოყავს ხანძლივი დეპრესია, სპობს შიშებს, მოუსვენრობას და ურწმუნობას საკუთარი თავის მიმართ.

ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს გონებრივ შესაძლებლობებს, ეხმარება ადამიანს ადვილად შეეგუონ ახალ პირობებს და მსუბუქად გადაიტანოს კლიმატური ცვლილებები. აუმჯობესებს ძილს. ეს არის შემოქმედი ადამიანების არომატი.

გამოიყენება დერმატოლოგიაში. კანის ინფექციის დროს, ფურუნქულის, წყლულების, ჩირქგროვის დროს. ეფექტური საშუალებაა მუნის (ბღერის) დროს (1 წთ 20 მლ.გ საბაზისო ზეთზე, 2-3 ჯერ დღეში). სპობს კანზე სოკოს დამწვრობას. გამოიყენება ტუჩებზე ჰერპესის პროფილაქტიკისათვის.

კოსმეტოლოგია. იხმარება კანის ანთების, ინფექციის წინააღმდეგ. ის შეიძლება დავამატოთ ნიღბებს, როგორც კოსმეტიური საშუალება, აგრეთვე მისგან დავამზადოთ ყინულის კუბიკები სახის ჩამოსაბანად. შეიძლება გავიკეთოდ მისით მასაჟები ნაიარევების ჰემატომების მკურნალობის მიზნით.

თმები. შესანიშნავად აქრობს ქერტლს და ცხიმოვან სებორეას. ასევე დადებითად მოქმედებს თავის კანის და თმის ტონიზირებაში, ხელს უწყობს თმის გაზრდას.

ფრჩხილები. ამაგრებს ფრჩხილების ზედაპირს.

პარფიუმერია. ის გამოიყენება ლოსიონებში, ტუალეტის წყალში, კოსმეტოლოგიურ პროდუქტებში არომატიზატორის სახით. ის ასევე გამოიყენება, როგორც ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალება. ებრძვის და აქრობს არასასიამოვნო სუნს. გამოიყენება სამზარეულოების არომატიზატორად.

გაფრთხილება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა. დაფნამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ამიტომ, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

დაფნის ეთერზეთის დამზადება სახლში

დაგჭირდებათ: 

  1. გარეცხეთ ქილა ძალიან ფრთხილად; სასურველია მისი სტერილიზაცია
  2. ჩაყარეთ დაფნის ფოთლები, დარწმუნდით, რომ ისინი სუფთაა და არ აქვთ მტვრის ან სხვა მცენარეების კვალი.
  3. ამის გაკეთების შემდეგ, ქილაში ჩაასხით ტკბილი ნუშის ზეთი.
  4. მჭიდროდ დახურეთ და დაველოდოთ 40 დღეს.

აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ეთერზეთი მზად არის გამოსაყენებლად.

Exit mobile version