სისხლის გათხელება ამ პროდუქტებით ყველაზე მარტივია
- სისხლის გათხელებაში დაგეხმარებათ შტოშის, ჟოლოს და ქაცვის კენკრა.
- ნიორი სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. ნივრის მიღებას თრომბის ნახევრად გაწოვა შეუძლია.
- არტიშოკი სისხლის სიბლანტეს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
- ასევე სისხლს კარგად ათხელებს ზეითუნის ზეთი.
- ლიმონი უნიკალური და ხელმისაწვდომი ხილია, რომელიც საკვებად და კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება. ეს ხილი რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ.
- სისხლს კარგად ათხელებს გრეიფრუტიც. ითვლება, რომ მას ასპირინის მსგავსი მოქმედება აქვს.
- სისხლის გასათხელებლად 1 ს/კ სელის თესლი ყოველდღე მიიღეთ. ის ქოლესტერინის დონეს ამცირებს და სისხლს ათხელებს.
- გახსოვდეთ, რომ K ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება სჯობს შეამციროთ.
- სასურველი ეფექტის მისაღებად სჯობს სამკურნალო პრეპარატები გამოიყენოთ. სამკურნალო საშუალებებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ „თრომბო–ასი“, მალამო „გეპარინი, ლიოტონ-გელი. გამოყენების წინ დიაგნოზის და მკურნალობის მეთოდის შესახებ ექიმს მიმართეთ. თვითმკურნალობა და სისხლი შეუთავსებლები არიან!
- ბევრი შტოშის წვენი დალიეთ. თესლი, ჭარხალი, კაკაო მიირთვით.
- სქელი სისხლი ნიშნავს იმას, რომ სისხლის სიბლანტე გაზრდილია. ამაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. მაგალითად სისხლძარღვების დაზიანება, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა.
- ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტების მიღება სასარგებლოა (პომიდორი, ჟოლო, შტოში, მწვანე ჩაი). ისინი გამოდევნიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც სისხლის სიბლანტეს ზრდიან.
- უცვლელი ცხიმოვანი მჟავების ომეგა 3 შემცველი პროდუქტები სისხლის გათხელებას ხელს უწყობს. განსაკუთრებით, ბევრი რაოდენობით გვხდება თევზში (კერძოდ, თევზის ქონში) და ბოსტნეულში. თევზის ქონი გონებრივ შესაძლებლობას ზრდის და ქოლესტერინს გამოდევნის ორგანიზმიდან.
- ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდია ვაშლის ძმარი. 1 ს/კ ვაშლის ძმარი 200 მლ წყალში გააზავეთ და დღეში ერთხელ დალიეთ. 7 დღიანი კურსის შემდეგ შედეგს დაინახავთ.
- სისხლის გათხელებას ხელს უწყობს ასპირინი, რომელშიც სალიცილის მჟავა შედის. სალიცილის გლიკოზიდები და ეთერზეთები გვხდება ჟოლოში, მაყვალში, ასევე ბევრი სახეობის ტირიფის ქერქში.
- სისხლის შედედების შესამცირებლად კვების რაციონი უნდა შეცვალოთ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღოთ. ასევე ცხიმების და ცილების მიღება შეამცირეთ.
- თრომბოფლებიტის დროს სასარგებლოა კოჭა, ნესვი, ანანასი, საზამთრო, ხახვი, დარიჩინი. სოიოს, ასკილის, ლობიოს და ბანანის მიღება შეზღუდეთ.
- ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ბროწეულის კონიაკი ღამით და ბროწეულის წვენი. თუ რომელიმე პროდუქტზე ალერგია აქვთ, ჩვეულებრივი ასპირინი მიიღეთ. კარგად შემოწმებული საშუალებაა. დღეში ¼ აბის მიღებით დაიწყეთ.
Facebook კომენტარები