სოდის გამოყენების 10 უნიკალური გზა
1. Საცხობი სოდა ერთ – ერთი საუკეთესო და რაც მთავარია, უვნებელი საშუალებაა ოფლის სუნის გასაქრობად. იგი ანეიტრალებს მჟავე გარემოს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ მასში მრავლდება ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც ოფლს უსიამოვნო სუნს აძლევს. ამიტომ დაბანის დროს სასარგებლოა მკლავებისა და ფეხების საცხობი სოდით შეზელვა. ფეხსაცმელები ასევე შიგნიდან იწმინდება სოდის ხსნარით ან უბრალოდ ასხურებენ სოდას.
2. 1 კოვი სოდა ჩაყარეთ ბოთლში, რომელსაც სასხურებელი აქვს და შეისხურეთ თმებზე სანამ დაიბანთ. ის აღადგენს დაზიანებულ თმებს.
3. Სოდა შესანიშნავი კოსმეტიკური პროდუქტია. შეურიეთ იგი ქაფს ან სხვა დასაბან გელს და მიიღეთ ნაზი სკრაბი, რომელიც ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან და ხსნის სახის ფორებს. კანი გახდება გლუვი და რბილი. ის განსაკუთრებით შესაფერისია მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანისთვის, რადგან სოდას აქვს დარბილების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
საოცარია, როგორ შეგიძლია მარტივად მოიშორო ბევრი პრობლემა. თუ გონივრულად იყენებთ ყველაზე გავრცელებულ საშინაო სამკურნალო საშუალებებს.
4. გათავისუფლდით მწერებისგან. აურიეთ ერთი ჭიქა სოდა ერთ ჭიქა შაქარში და მოაფრქვიეთ იმ ადგილას სადაც მწერები არიან და დაასხით ცოტა წყალი.
5. მოაფრქვიეთ სოდა ისეთ ადგილებში სადაც უსიამოვნო სუნია. სუპერ ეფექტური საშუალებაა ცუდი სუნის გასაქრობად.
6. გაათავისუფლეთ თქვენი ცხოველები უსიამოვნო სუნისგან, მოაყარეთ მათ კანის ზედაპირზე საცხობი სოდა.
7. ხშირად ასდის საჭმლის კონტეინერს საჭმლის სუნი, ჩაყარეთ მასში საჭმელი სოდა და წყალი და სუნი აღარ ექნება.
8. ჩაყარეთ სოდა წიგნში და რამდენიმე დღეში გაფერთხეთ წიგნი, მას ჩრჩილი აღარ მიეკარება.
9. თუ ძალიან გინდათ ტკბილეულის ჭამა და ხართ დიეტაზე, გამოივლეთ პირში სოდიანი ჭყალი და გაგიქრებათ ტკბილეულის ჭამის სურვილი.
10. Საცხობი სოდა ასევე გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ფეხების სოკოვანი ინფექციების დროს. საჭიროა სპეციალური მედიკამენტები ძველი სოკოების სამკურნალოდ (განსაკუთრებით ფრჩხილების სოკო), მაგრამ აუზში ან სანაპიროზე ყოფნის შემდეგ, როდესაც დიდი ალბათობაა ამ უსიამოვნო დაავადების გაჩენის, უმჯობესია გააკეთოთ თბილი ფეხის აბაზანა სოდით.