Vau.ge

პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი დიდი დისკომფორტია. სცადეთ ეს მეთოდები

პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი დიდი დისკომფორტია. სცადეთ ეს მეთოდები. 

არასასიამოვნო სუნს პირის ღრუდან ჰალითოზი ეწოდება. ეს ბევრისთვის უხერხული პრობლემაა რომელიც, უბრალოდ, ჰიგიენის დაცვით არ იჭრება.
მნიშვნელოვანია, მისი გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. ჰალითოზი უმეტესად მაინც ჰიგიენის არასათანადო დაცვის ბრალია, თუმცა, შესაძლოა ის გამოწვეული იყოს: თამბაქოს მოწევით, რაიმე საკვებით ან სასმელით; პირის სიმშრალით; ინფექციებით; სინუსიტით, ანთებით. ასეთ დროს უპირველეს ყოვლისა სუნის გამომწვევი ზედაპირული პრობლემები უნდა გამორიცხოთ.
სტომატოლოგთან ვიზიტისას შეგიძლიათ გამორიცხოთ კბილების კარიესი და ღრძილების ანთებითი დაავადებები. ზოგიერთ შემთხვევაში ამ პრობლემისგან თავის დაღწევა კოსმეტოლოგთან ვიზიტის გარეშეც შესაძლებელია და თუ როგორ, ამას აღნიშნულ ინსტრუქციაში გაიგებთ.
საფეხურები: 

1. კბილების მოვლა

ყველასთვის ცნობილია რომ დღეში პირის ღრუს ორჯერ მაინც უნდა იწმენდეთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ კბილებს, არამედ რღძილებს, ენას და მთლიანად პირის ღრუს.

2. კბილის ჯაგრისი

გამოცვალეთ კბილის ჯაგრისი 2-3 თვეში ერთხელ.

3. პროთეზის მოვლა

თუ პროთეზს იყენებთ, აუცილებლად მოიშორეთ ღამით და საფუძვლიანად გაწმინდეთ.

4.მოწევა

სასურველია შეწვიტოთ მოწევა.

5. პირის სიმშრალე

უსიამოვნო სუნს პირის სიმშრალე იწვევს. აუცილებელია რომ სისტემატიურად ხდებოდეს ნერწყვის გამოყოფა. ნერწვის გამოყოფის სტიმულირებისთვის კარგია საღეჭი რეზინი. ხშირად დალიეთ წყალი და არა გაზიანი სასმელი. გარდა იმისა რომ წყალი პირის ღრუს და მთლიანად ორგანიზმს დაატენიანებს, ნადებსაც ჩარეცხავს.

6. საკვები

არ არის საჭირო იმისთვის რომ უნდა მოერიდოთ ხახვს და ნიორს, თუ სუნთქვის გაფუჭება არ გინდათ. სხვა შემთხვევაში ორივე პროდუქტი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

7. ხალხური მეთოდები

არსებობს ცუდი სუნის გაქრობის ხალხური საშუალებები. მაგალითად ოხრახუში, დარიჩინი, ხის ფისი, კამას თესლი. ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

8. ენის საწმენდი

გამოიყენეთ ენის საწმენდი, რომლითაც მის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებს მოიშორებთ.

9. არმოატული საშუალებები

ნუ შეეცდებით ამ პრობლემის მოგვარებას სხვადასხვა არომატული საშუალებებით. ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ დროული საშუალებაა. მთავარია დაადგინოთ თუ რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და მკურნალობაც გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება.

აღსანიშნავია, რომ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ხშირად აირების გაძლიერებული წარმოქმნით მიმდინარეობს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს პირიდან უსიამოვნო სუნს. ამ დუღილის პროცესის ,,დაშოშმინება” შეუძლია სამკურნალო ბალახებს. როგორიცაა: კამა, ოხრახუში, სალბი, ბარამბო, ანისული, პიტნა. მაგალითად, კარგია თუ ასეთი პაციენტები 3/4 ჭიქა პიტნის თბილი ნაყენს 2-3-ჯერ გამოივლებენ პირში და დანარჩენს დალევენ.

როცა არასასიამოვნო სუნი საჭმლის მონელებასთანაა დაკავშირებული, კარგია გააქტიურებული ნახშირის ჭამის შემდეგ 3-ჯერ მიღება.

Exit mobile version