Vau.ge

ჩაგა-მძიმე დაავადებების სამკურნალოდ

ჩაგა-მძიმე დაავადებების სამკურნალოდ

ალბათ ტყეში სეირნობის დროს ხეზე უცნაური წამონაზარდი შეგინიშნავთ, რომელიც ხის გარეგნულ მხარეს აფუჭებს. ამ წამონაზარდს ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია. წამონაზარდების შიგნით შავი არყის სოკო ჩაგა მდებარეობს.ის ცოცხალ (არა ხმელ), ძველ არყის ხეზე ჩნდება, უფრო იშვიათად მურყანის, თელას, წიფელის და ცირცელის ხეზე გვხვდება.

სამედიცინო ღირებულება გააჩნია არყის სოკოს, რომელიც გადატეხილი კვანძის ადგილას იზრდება. ხმელი და დამჭკნარი ხის სოკოს შეგროვება არ ღირს, რადგან მასში სამკურნალო თვისებები ძალიან მცირეა. 1 სმ-ზე გრძელი მსხვილი წამონაზარდებიც დიდ სარგებელს ვერ მოგიტანთ. ძველი სოკოც სხეულზე სამკურნალოდ ეფექტს ვერ მოგცემთ.

სამკურნალო მიზნით უსწორმასწორო ფორმის შავი, ძლიერ აჭრელებული და დამსკდარი ზედაპირის მქონე ჩაგა გამოიყენეთ. ხშირად მსხვილი ზომისაა – სიგრძეში ნახევარ მეტრამდე და 40 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე, წონით კი 2-დან 5 კგ-მდე იწონის. ჩაგის ზედაპირი შავია, ხოლო შიდა ქსოვილი მუქი ყავისფერი.

სახლის პირობებში ჩაგის დახმარებით სხვადასხვა ნაყენს და ნახარშს ამზადებენ. მაგალითად:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მათ შორის კუჭის წყლულის დაავადების დროს ასეთ ნაყენს იყენებენ:

100 გრ ჩაგას 500 მლ თბილი წყალი დაასხით და 3-4 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სოკო დააქუცმაცეთ და 40 გრადუსამდე გააცხელეთ. 2 დღე დააყენეთ. ამის შემდეგ გაწურეთ და მიღებულ ნაყენს დაუმატეთ წყალი, რომელშიც პირველად დალბობილი გქონდათ. 1 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. ნაყენი შეგიძლიათ მაცივარში 4 დღე შეინახოთ.

მენჯის არეში დაზიანებების დროს:

ნაყენი მიკრო ოყნის სახით გამოიყენება, ამისთვის თითოეულ პროცედურაზე 50-100 გრ ნაყენი დაგჭირდებათ. ორგანიზმში სითხის შეკავების დროს ასეთივე, ოღონდ ორმაგად ძლიერი ნაყენი გამოიყენეთ. ანუ 200 გრ სოკოზე 500 მლ წყალი აიღეთ. ამასთან დოზა 2-ჯერ შეამცირეთ. 100 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. მზა ჩაგის ნაყენს ყვანჩალას (შემკვრელი ეფექტი აქვს) ნაყენის დამატება ძალიან სასარგებლო იქნება.

კუჭისა და ნაწლავის  დაავადებების დროს :

1 ჩ/კ დაქუცმაცებული ნედლი ჩაგა და ყვანჩალას ფესვი აურიეთ და 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით, თერმოსში 10-12 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

სამკურნალოდ შეგიძლიათ ამ მცენარის სპირტიანი ნაყენიც გამოიყენოთ

4 ს/კ ჩაგა და ყვანჩალას ფესვები დააქუცმაცეთ და აურიეთ. ნარევს მინის ჭურჭელში 0,5 ლ არაყი დაასხით და 2 კვირა დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. გამოიყენეთ ნაყენი, მაგრამ დოზა დღეში 5-მდე გაზარდეთ.

არყის ხის სოკოს გამოყენება ქრონიკული დიზენტერიის დროს რეკომენდებული არაა. დანარჩენ შემთხვევაში დაავადების დროს ყოველთვის დაგეხმარებათ. მხოლოდ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ჩაგით მკურნალობა სასურველ ეფექტს არ მისცემს.

გახსოვდეთ, რომ სოკო ცაგა საკმაოდ ძლიერი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, სანამ მკურნალობას დაიწყებთ, ექიმ ფიტოთერაპევტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.

Exit mobile version