იცით რომელ პროდუქტებს შეუძლია სახლის პირობებში წნევის დარეგულირება?
მაღალი არტერიული წნევა – ზრდასრულ ადამიანებში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული უსიამოვნებაა. თუ მას არ გააკონტროლებთ, სავალალო შედეგებს მიიღებთ.
თანამედროვე მედიკამენტებს ნებისმიერი სიმპტომის გაქრობა შეუძლიათ, მაგრამ რატომ უნდა დახარჯოთ საშუალება და მოწამლოთ ორგანიზმი, თუ მარტივი და ბუნებრივი მეთოდები არანაკლებ დაგეხმარებათ?
დაავადების განვითარების ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
- ცუდი ეკოლოგია
- ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ბოროტად გამოყენება
- ალკოჰოლური სასმელების ხშირი დალევა
- მემკვიდრეობითი მიდრეკილება
- მუდმივი სტრესი
- თირკმლების ან თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება
- მარილიანი კერძების ჭარბად მიღება
- ჭარბი წონა
ზოგიერთი მედიკამენტი სარგებლის ნაცვლად ზიანს გვაყენებს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. პირველი მიზეზის მიუხედავად, 5 ეფექტური ხალხური მეთოდი მაღალ არტერიულ წნევას რამდენიმე წუთში დაარეგულირებს და ყველა უსიამოვნო სიმპტომს გააქრობს.
1. ბანანი
მას შეუდარებელი გემო და ბევრი სასარგებლო კომპონენტი აქვს. ბანანი სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელია. ორგანიზმს საათივით მუშაობაში ეხმარება. ბანანი კალიუმის ღირებული წყაროა, რომელიც ზედმეტი ნატრიუმის მოშორებას ხელს უწყობს.
ბანანის სასმელი ყოველდღე დალიეთ, თუ დადებითი ეფექტის და ნორმალური წნევის შენარჩუნება გსურთ. 2 მწიფე ბანანი და 1 ჭიქა ცივი რძე დააბლენდერეთ. ასეთი გამაგრილებელი სასმელი ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვებისთვის, სასარგებლოა.
2. ნიახური
ნიახური არა მხოლოდ მაღალ არტერიულ წნევას ამცირებს, არამედ მთელ სისხლის მიმოქცევის სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. მცენარე შეიცავს განსაკუთრებულ ფიტოქიმიურ ნაერთს 3-ნ–ბუტილფტალიდი, რომელიც ნებისმიერ ასაკში მაღალ წნევასთან დაკავშირებულ ყველა სიმპტომს აქრობს. საკვებად ვარგისია ყველა ნაწილი: ფესვი, ფოთოლი, ღერო, მტევანი. ყველაზე ეფექტური ნიახურის ღეროა. დღეში ერთხელ ჭამა საკმარისია. 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ, რომ წნევის პრობლემები სამუდამოდ დაივიწყოთ.
3. ქოქოსის წყალი
ეს უჩვეულო საშუალება ორგანიზმს ატენიანებს. ქოქოსის წყლით შეგიძლიათ უბრალო წყალი ჩაანაცვლოთ – გემრიელი და სასარგებლო. დღეში 1-1,5 ლ დალიეთ.
სასიამოვნო მოტკბო გემო კარგ განწყობას გაჩუქებთ, ხოლო მასში შემავალი მკვებავი ნივთიერებები მაღალი არტერიული წნევის შეტევებს აფერხებს. სარგებლის მისაღებად ნამდვილი ქოქოსი შეიძინეთ. გატეხეთ და ნატურალური, სუფთა ქოქოსის წყალი მიიღეთ. კარგი ალტერნატივა – მზა ქოქოსის წყლის ყიდვა.
4. საზამთროს თესლი
საზამთროს თესლი კუკურბოციტრინს შეიცავს. ის კაპილარების კედლების გაძლიერებას და მათ ზომიერად გაფართოებას ხელს უწყობს. ასეთი ეფექტის წყალობით მაღალი არტერიული წნევის პრობლემა სწრაფად მოგვარდება.
საზამთროს თესლში შემავალი ნივთიერება არა მხოლოდ გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე სამკურნალო გავლენას ახდენს, არამედ თირკმლებს აჯანსაღებს და არტერიებს კურნავს.
სამკურნალო ნარევის მისაღებად 3 ს/კ საზამთროს თესლი და 3 ს/კ ყაყაჩოს თესლი დაფქვით. ძალიან წვრილი ფხვნილი უნდა მიიღოთ. მიღებულ ნარევს წყალი დაასხით და დღის განმავლობაში დალიეთ. სჯობს 2–ჯერ დალიოთ: დილით, ჭამის წინ და საღამოს.