Vau.ge

თრომბის ნიშნების ცოდნა აუცილებელია 

თრომბის ნიშნების ცოდნა აუცილებელია 

თრომბები, შედედებული სისხლი, ჩვენი ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია. ნორმალურ პირობებში, თრომბი ჭრილობის ან ნაკაწრების სწრაფ შეხორცებას ხელს უწყობს, გამოჯანმრთელებას აჩქარებს, რომლის შემდეგ უკვალოდ იწოვება.

თუ თრომბი ვენის შიგნით წარმოიქმნება, უსიამოვნებას ელოდეთ. თუ ასეთი სქელი სისხლი ადგილს მოწყდება, შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო გადაკეტოს და სწრაფი სიკვდილი გამოიწვიოს. ყურადღება ამ ნიშნებს მიაქციეთ, რომლებიც ორგანიზმში თრომბის წარმოქმნაზე გაფრთხილებთ.

ფეხის კრუნჩხვები

ბევრი პაციენტი, რომელთაც ქვედა კიდურებში თრომბი ჰქონდათ, ამბობს, რომ შეტევამდე ფეხის კრუნჩხვებს ხშირად გრძნობდნენ. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ექიმს მიმართეთ – თუ თრომბს ყურადღებას არ მიაქცევთ, შედეგები ნამდვილად სერიოზული იქნება.

კიდურებში ჩხვლეტა

ათასი ნემსის ჩხვლეტა ხელებში ან ფეხებში, ნაცნობი სიტუაციაა? თუ ასეთი სიმპტომი ხშირად გაწუხებთ, თუ ჩხვლეტას მხოლოდ ერთ ხელში ან ფეხში გრძნობთ, ექიმს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ. მსგავსი გაშეშება თრომბის ერთ–ერთ კლასიკური სიმპტომია.

კანის სიფერმკრთალე

თრომბი სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ართულებს, შედეგად კანის გარკვეული ნაწილი ფერმკრთალი ხდება. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ერთი ფეხი მეორეზე უფრო ფერმკრთალია, ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ – ეს შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს.

კანის ტემპერატურის ცვლილებები

თრომბის განვითარების კიდევ ერთი გავრცელებული ნაადრევი სიმპტომი – კანის ზედაპირის ტემპერატურის ცვლილებები. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო თრომბის წარმოქმნის ადგილას კანი უფრო ცივი ან უფრო თბილი ხდება. დროა, ექიმს მიმართოთ!

ზურგის ტკივილები

პერიოდულად ზურგის ტკივილისას თრომბის არსებობაზე ეჭვი არ გვეპარება. არადა, თუ თრომბი მენჯის მიდამოში ან მუცლის ერთ–ერთ ვენაში წარმოიქმნება, ის შეიძლება ზურგში ტკივილით გამოვლინდეთ. მსგავსი სიმპტომის შემჩნევისას ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ.

ჭარბი ოფლიანობა

ამ სიმპტომმა უნდა შეგაშფოთოთ, თუ თრომბის სხვა სიმპტომებთან ერთად ვლინდება. ხშირად ჭარბი ოფლიანობა მიგანიშნებთ, რომ თრომბი გულის ან ფილტვების მიდამოშია წარმოქმნილი – ძალიან სახიფათო სიმპტომი.

ქოშინი

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება ფილტვებში თრომბის განვითარებაზე განიშნებდეთ – ქოშინი. ექიმს აუცილებლად მიმართეთ, თუ მსგავსი ქცევა შენიშნეთ. ეს შეიძლება ნამდვილად სერიოზული იყოს.

Exit mobile version