Vau.ge

ნაოჭების საწინააღმდეგო სახის კრემი ბაბუა წვერასგან

ნაოჭების საწინააღმდეგო სახის კრემი ბაბუა წვერასგან

„დღეს მოვხარშავ კრემს და არა ჩაის“ – მიპასუხა დედამ, როცა ფანჯრის რაფაზე გასაშრობად გამოტანილი ბაბუაწვერას ყვავილები დავინახე. პასუხმა არ გამაოცა, რადგან დედამ ნატურალური კოსმეტიკის შესახებ ბევრი რამ იცის და 65 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება.
ნაოჭების საწინააღმდეგო სახის კრემი
ბაბუაწვერა ძალიან სასარგებლო მცენარეა. ნატუროპათები გირჩევენ, ნაყენის მოსამზადებლად ბაბუაწვერას გამომშრალი ფოთლები და ყვავილები გამოიყენოთ, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენენ, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ და წონის დაკლებას ხელს უწყობენ. გარდა ამისა, ბაბუაწვერას ჩაი C ვიტამინით არის მდიდარი, რომელიც ძლიერ ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.

ბაბუაწვერას კრემი ყველა ტიპის კანს უხდება. ის ტენს არ კარგავს, ხდება ელასტიური, სუფთა და ნათელი დამატენიანებელი და მკვებავი ბაზის წყალობით. კრემის გამოყენების შემდეგ ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება და სახე თვალსა და ხელს შუა ახალგაზრდავდება!

ვაღიარებ, რომ ეს ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო სახის კრემია, რომელიც ოდესმე გამომიყენებია. შედეგი უკვე პირველივე გამოყენებაზე შესამჩნევია!

მცენარის ბიოლოგიურ შემადგენლობაში აქტიური ინგრედიენტებია, რომელთა ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელი თვისებები აქვთ. სწორედ ამიტომ, ბაბუაწვერას კრემი მშრალი, აქერცლილი კანისთვის რეკომენდებულია!

კრემი გაღიზიანებას მოგაშორებთ, პიგმენტურ ლაქებს გააქრობს და კანის ზედაპირის საერთო მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მომზადების წინ მცენარის ყვავილები – ყვითელი კვირტები შეაგროვეთ. შემდეგ სუფთა ჰაერზე ან ღუმელში 40 გრადუსზე გააშრეთ.

ინგრედიენტები:

ლავანდის ნაცვლად შეგიძლიათ პაჩულის ზეთი გამოიყენოთ, რომელიც ზრდასრული კანისთვის შესანიშნავ „ენერგეტიკს“ წარმოადგენს, ან ლიმონის ზეთი, რომელიც C ვიტამინის წყაროა და კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზეა პასუხისმგებელი.

მომზადება:

1. მინის ჭურჭელში წყლის ორთქლზე ქოქოსის კარაქი გაადნეთ. ამ მიზნით ჩვეულებრივი ნახევარლიტრიანი გამჭვირვალე მინა შეგიძლიათ გამოიყენოთ. წყლის ორთქლისთვის დიდი ქვაბი აიღეთ, რომ ქვაბისა და მინის კედლებს შორის დაშორება მინიმუმ 3 სმ იყოს. მინიმალურ ცეცხლზე გააცხელეთ.

2. როცა კარაქი ბოლომდე გადნება, ბაბუაწვერას ყვავილები დაუმატეთ და ერთი საათის განმავლობაში გააცხელეთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ქვაბში წყალი დაამატეთ, ოღონდ მხოლოდ ცხელი წყალი.

3. ერთი საათის შემდეგ გაზიდან გადმოდგით და ნარევი თბილ წყალში 15 წუთით დატოვეთ.

4. ყვითელი მასა საწურში გადაწურეთ და ლავანდას ეთერზეთი დაუმატეთ.

5. ბლენდერით ან ხელით ნარევი კრემის მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

მზა პროდუქტი მაცივარში, მინის თავდახურულ ქილაში შეინახეთ. შენახვის ვადა – მაქსიმუმ 2 თვე. გამოყენების წინ კრემის მოქმედება მაჯაზე შეამოწმეთ, რომ კომპონენტებზე ალერგიის არ არსებობაზე დარწმუნდეთ.

ბაბუაწვერაში აბსოლუტურად ყველაფერი სასარგებლოა. ხალხში მას ჯენშენს ტყუილად არ უწოდებენ. ბაბუაწვერას ფესვები შეიცავს ინულინს, რომელიც ბუნებრივი პოლისაქარიდია. ინულინი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ანტიტოქსიკური და ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება აქვს. წონაში დაკლების მსურველებისთვის, ბაბუაწვერას ფესვების სასმელი უბრალოდ აღმოჩენაა.

ბაბუაწვერას ფესვების სასმელი

ყავის სასმელის მოსამზადებლად, ბაბუაწვერას ფესვები უნდა შეაგროვოთ, გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ, შუაზე გაჭრათ და 50 გრადუს ტემპერატურაზე ნახევრად მომზადებამდე გამოაშროთ. შემდეგ ტაფაზე ოდნავ უნდა მობრაწოთ, მაგრამ არ უნდა დაწვათ!

გაგრილებული ფესვები დააქუცმაცეთ. სასმელი მდუღარე წყალში 4-5 წუთით ადუღეთ და ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. დღეში მაქსიმუმ 3 ჭიქა. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Exit mobile version