Vau.ge

ეს 4 პროცედურა დილით აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ! ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

საკუთარ ჯანმრთელობას რეგულარულად უნდა მივხედოთ. ამისთვის სხვადასხვა პროცედურა არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტურად გვევლინება ის პროცედურები, რომლებსაც დილით, გაღვიძების შემდეგ ვაკეთებთ.

რეგულარობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. შედეგი მალე იქნება შესამჩნევი, თუ ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს ყოველდღე შეასრულებთ. თავიდან მათი შესრულება ცოტათი ძნელი მოგეჩვენებათ. თქვენ დაგჭირდებათ : ლიმონი, წყალი, თაფლი და წყალბადის ზეჟანგი.
დილის პროცედურები:

1. სუფთა ენა

ჩვენ ვიწმენდთ კბილებს, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია ენაც გავიწმინდოთ. ამ აუცილებლობის შესახებ ხალხმა ჯერ კიდევ ძველი დროიდან იცოდნენ. ენის ყოველდღიური წმენდა სამკურნალოც არის. ის შეგიძლიათ გაიწმინდოთ კბილის ჯაგრისით ან სპეციალური საფხეკით.

რატომ არის საჭირო ენის წმენდა?

1. შენ გათავისუფლდები ბაქტერიებისგან, რომელიც ჭამის დროს ხვდება პირში.

2. ბაქტერიები პირში – პირის ღრუს დაავადებებისა და პირიდან ცუდი სუნის ერთ-ერთი მიზეზია.

2. ერთი ჭიქა ცხელი წყალი

ყოველ დილით, ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ გაფილტრული ცხელი წყალი. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონი ან ლიმონის წვენი.

რატომ არის სასარგებლო დილით ცხელი წყლის დალევა?

1. წყალს მომნელებელი სისტემის მუშაობა ნორმაში მოჰყავს.

2. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და გახდომას უზრუნველყოფს.

3. ასუფთავებს ღვიძლს.

4. ლიმონის წვენი ბევრ სასარგებლო მიკროელემენტს შეიცავს( კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) , ასევე – ვიტამინებს B დაС.

3. თაფლი ჭამის მერე

საუზმიდან 10 წუთის მერე ჭამეთ 1 ჩ/კ თაფლი და მიაყოლეთ წყალი. თაფლი უნდა იყოს ახალი და ნატურალური.

რატომ უნდა ვჭამოთ თაფლი დილით?

1. თაფლი – მიკროელემენტებისა და ვიტამინებს საცავია. ის შეიცავს ფრუკტოზისა და გლუკოზის დიდ რაოდენობას, რომელიც ორგანიზმს ულევ ენერგიას აძლევს. ასევე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

2. აძლიერებს იმუნიტეტს.

3. თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, აჩერებს ორგანიზმის დაბერებას.

4. წყალბადის ზეჟანგით პირის ღრუ გამოივლეთ.

საუზმის მერე წყალბადის ზეჟანგით პირის ღრუ გამოივლეთ. 3 %იანი პერეკისის 5- 7 წვეთი 50 მგ წყალში გახსენით.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს პროცედურა?

1. არაჩვეულებრივია კარიესის, კბილების ტკივილის პროფილაქტიკისთვის.

2. აქრობს პირიდან არასასიამოვნო სუნს.

3. მარტივად ათეთრებს კბილებს.

არ დაგავიწყდეთ ამ პროცედურების ყოველ დილით გამეორება, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანზე არ გაქვთ ალერგია.

Exit mobile version