Vau.ge

ეს ნარევი დაგიამებთ სახსრების გაუსაძლის ტკივილის

ეს ნარევი დაგიამებთ სახსრების გაუსაძლის ტკივილის

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია.

სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს.

სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს შესანიშნავ მეთოდს ტივილის შესამცირებლად.

გასწავლით სამკურნალო ზეთის რეცეპტს. ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

მომზადების წესი:

  1. ჯანჯაფილი გახეხეთ და სხვა ინგრედიენტებთან ერთად მინის ქილაში მოათავსეთ და ხის კოვზით აურიეთ.
  2. ქილა ერთი საათით მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, გადმოდგით და გააჩერეთ 2-3 საათი, შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მუქი მინის ბოთლში. მომზადებული ლოსიონი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილზე. იგი გამოსაყენებლად ვარგისია რამდენიმე თვის განმავლობაში.

მომზადებული ზეთის მცირე რაოდენობა დაიტნეთ დაზიანებულ ადგილზე და მსუბუქი წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. პროცედურა გააგრძელეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ გზით შეძლებთ მტკივნეული ადგილის გახურებას და ხელს შეუწყობთ სამკურნალო ზეთის კანში უკეთ შეღწევას.

იმისათვის რომ ტკივილი დაგიამდეთ მომზადებული ნარევით დაიმუშავეთ სახსრები დღეში ერთხელ.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Exit mobile version