Vau.ge

არ იცით როგორ მოიქცეთ ჰიპერტონიის დროს? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

არ იცით როგორ მოიქცეთ ჰიპერტონიის დროს? მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

უმეტეს შემთხვევაში, არტერიული ჰიპერტონიის კონკრეტული მიზეზების დადგენა ძნელია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მემკვიდრეობითობა.ზოგჯერ დაავადებას მკვეთრი მიზეზი აქვს – საუბარია მეორეულ ჰიპერტონიაზე, რომელიც ჩნდება თირკმლის სისხლძარღვების დაზიანების, ენდოკრინული დარღვევების, მსხვილი სისხლძარღვების (აორტის) დაავადებების დროს.

ჰიპერტონიული დავადების შემთხვევაში იმატებს როგორც მინიმალური, ისე მაქსიმალური არტერიული წნევა, რაც კაპილარებთან ახლოს მდებარე არტერიოლებისა და არტერიების ტონუსის მომატებით არის განპირობებული.დაავადება ნაკლებად გვხვდება იმ პირებში, ვინც ფიზიკური შრომითაა დაკავებული, ვინაიდან ფიზიკური შრომა დაძაბვისა და სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ჰიპერტონიული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობაა.

ჰიპერტონიისას უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას და მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.

ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.

დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია:

სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, ჩ, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის - ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება.

ჰიპერტონიისას უმნიშვნელოვანესია საკვების შერჩევა სამკურნალო დანიშნულებით. სამკურნალო დიეტა ორგანიზმის დაზიანებული ფუნქციების ნორმალიზებას და მაღალი არტერიული წნევის შემცირებას უწყობს ხელს, არეგულირებს ნერვულ და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აუმჯობესებს თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელების ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს სისხლის შედედების უნარზე.
ჰიპერტონიული დაავადების მქონე პაციენტთა დიეტა უნდა იყოს სრულფასოვანი, დაბალანსებული, შეიცავდეს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და მიკროელემენტების საკმარის რაოდენობას.

დიეტაში მნიშვნელოვნად შეზღუდულია
სუფრის მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების რაოდენობა. რაციონი გამდიდრებული უნდა იყოს კალიუმის, მაგნიუმის მარილებით, ჩ, P და B ჯგუფის ვიტამინებით, ლიპოტროპული ნივთიერებებით (მეთიონინი, ქოლინი), უჯრედისით, ზღვის პროდუქტებით, სხვადასხვა მინერალური ნივთიერებითა და მიკროელემენტებით, მათ შორის - ორგანული იოდით. კვების მნიშვნელოვანი პირობაა ზომიერება

ზღვის პროდუქტები

ნებადართულია ყველა სახის თეთრი, უცხიმო თევზი.

კვერცხი

შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ 1 კვერცხი ნებისმიერი სახით.

ბოსტნეული და მწვანილი

მიირთვით სხვადასხვა სახის ბოსტნეული (კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, პომიდორი, ბადრიჯანი), ნებადართულია აგრეთვე ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, შეზღუდეთ კიტრი, მჟავე კიტრი, ლობიო, ბარდა, მუხუდო, თალგამი, ბოლოკი, მჟაუნა, სოკო, ისპანახი.

ხილი და ნატურალური წვენები

მიირთვით ნებისმიერი ხილი. შეზღუდეთ ყურძნისა და მისი წვენის მიღება.

ბურღლეული

რეკომენდებულია შვრიის (“ჰერკულესის”), წიწიბურას, მაკარონის და ვერმიშელის ფაფები და პუდინგები. ჭარბი წონისაკენ მიდრეკილებისთვის ამ პროდუქტების მიღება უნდა შეიზღუდოს.

რძის პოდუქტები

უცხიმო ნატურალური რძე, ხაჭო, კეფირი, მაწონი, უმარილო ყველი. შეზღუდეთ არაჟანი, ნაღები, ნაყინი.

ცხიმები

რეკომენდებულია ძირითადად მცენარეული წარმოშობის ცხიმები (30 გრამი დღეში). ნებადართულია კარაქი ან ერბო, დღეში მხოლოდ 20 გრამი

ტკბილეული

ნებადართულია შაქარი (50 გრამი დღეში), თაფლი, მურაბა, ჯემი შაქრის ნაცვლად; ჭარბი წონის დროს ეს პროდუქტები უნდა შეიზღუდოს.

Exit mobile version