ბავშვის სველი ხელსახოცი პატარას მოსავლელად ერთ-ერთი საჭირო ნივთია, მაგრამ ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ქიმიური ნივთია. მათ შორის: წყალი, კალიუმის ფოსფატი, გლიცერინი, პოლისორბატი 20, მეთილპარაბენი, ვაშლის მჟავა, ბარბადენსის ალოეს ფოთლის ექსტრაქტი, ტოკოფერილის აცეტატი, სიმინდის ზეთი, პროპილპარაბენი და სხვ.
DMDM Hydantoin – ეს სველი ხელსახოცის შემადგენლობაში მყოფი ერთ-ერთი ძირითადი ნივთიერებაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ალერგიას იწვევს.
ზოგიერთ შემთხვევაში მშობლები ყიდულობენ იმ ხელსახოცს, რომელზეც მინიშნებულია სიტყვა “ბუნებრივი”, მაგრამ არც ამ შემთხვევაში ხართ დაზღვეული, რომ ხელსახოცი უსაფრთხოა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გირჩევთ, რომ თქვენ თავად დაამზადოთ სველი ხელსახოცი, რომელიც ბავშვის კანისთვის საზიანო არ იქნება.
თქვენ დაგჭირდებათ:
სამზარეულოს თეთრი ხელსახოცი (3 ფენა);
1 ს/კ ზეითუნის ზეთი;
1 ს/კ თხევადი საპონი;
1 ს/კ ალოეს წვენი
10 წვეთი რომელიმე ეთერზეთი;
1 ჭიქა გამოხდილი წყალი.
მომზადების წესი:
ქაღალდის რულონი პატარა ყუთში ჩადეთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ და რულონს დაასხით. 10 წუთი ასე გააჩერეთ ქაღალდი და ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე ამოატრიალეთ, რომ სითხე კარგად შეიწოვოს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ.