შავი კვლიავის ზეთი ითვლება ყველა დაავადების მკურნალად. გაიგეთ რატომ?!
შავი კვლიავის ზეთი მიიღება კვლიავის თესლისაგან ცივი დაწურვის მეთოდით. ცივი დაწურვა არის ყველაზე საუკეთესო მეთოდი რადგან ცივი დაწურვის დროს ზეთში შენარჩუნებულია ყველა სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერება.
ზეთი არის 100 % ნატურალური და არ შიცავს არანაირ დანამატებს. ამიტომ მისი შენახვის პერიოდი არის საკმაოდ მოკლე. ამიტომ მისი შეძენა მცირე რაოდენობით გაცილებით პრაქტიკულია.
ზეთს აქვს შავი ფერი და აქვს არომატული და სპეციფიკური მომწარო გემო, თუმცა ის ძალიან სასიამოვნო დასალევია. ვისაც გაგისინჯიათ ნამდვილი ნატურალური კვლიავის ზეთი, გეცოდინებათ მისი სასიამოვნო არომატის შესახებ.
ყველა ზეთი რომელიც იყიდება მარკეტებში, სუპერმარკეტებში და ა.შ. ყველა ზეთი არის გაფილტრული, რათა მან არ გაიკეთოს ნალექი და იყოს მიმზიდველი ფერის.
თუმცა ეს პროცედურა ზეთზე კარგად არ აისახება, რადგან გაფილტვრის დროს ფილტრები აცლის მას ვიტამინების და მინერალების საკმაოდ დიდ ნაწილს.
ამ ზეთის გამოყენებით მრავალი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი. გარდა პრევენციისა ის ორგანიზმს ეხმარება მრავალ დაავადებასთან ბრძოლაში. რადგან ზეთი ძალიან კონცენტრირებულია და ამავე დროს კვლიავი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით სავსე მცენარეა, ის უნდა მიიღოთ მცირე დოზებით.
შავი კვლიავის ზეთის თვისებები
როგორც ავღნიშნეთ შავი კვლიავი გამიყენება როგორც მედიცინაში ასევე კულინარიაში. მედიცინაში მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ დიდია. პრაქტიკამ აჩვენა თუ რამდენად სასარგებლოა ის ორგანიზმისთვის.
ასტიმულირებს იმუნიტეტის მუშაობას
იმუნიტეტის გამართულ მუშაობაზე არის დამოკიდებული ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა. შავი კვლიავის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ეხმარება იმუნურ სისტემას წინააღმდეგობა გაუწიონ გარეგან ურყოფით ზეგავლენას და დააჩქაროს რეგენერაციული პროცესები.
პარაზიტებისთვის შავი კვლიავის ზეთი ნაწლავებში და სისხლში ქმნის არასასიამოვნი გარემოს. ისინი პრაქტიკულად მუდმივად განიცდიან დისკომფორტს და ვეღარ უწევენ წინააღმდეგობას იმუნური დაცვის სისტემას, რის შედეგად: ჭიები, ცუდი ბაქტერიები, სოკოები და მსგავსი პარაზიტები ვეღარ ახერხებენ თავის განვითარებას და ორგანიზმის "ოკუპაციას".
გარდა ამისა ის დადებითად მოქმედებს ორგანიზმის მრავალ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებზე:
- მომნელებელი ტრაქტის დაავადებები (დიარეა, დიზენტერია, მეტეორიზმი და ა.შ)
- სასუნთქი გზების დაავადებები ( ასთმა, ალერგია, ხველა, ბრონქიტი, ემფიზემა, გრიპი, ღორის გრიპი და ა.შ)
- კანის დაავადებები (ეგზემა, აკნე, სოკო და ა.შ).
- შარდის ბუშტის ინფექციური დაავადებები.
- სოკოვანი დაავადებები.
- ყელის ტკივილი.
- უშაქრო დიაბეტი.
- ამცირებს დიაბეტისგან გამოწვეულ ღვიძლის დაზიანებებს.
- აუმჯობესებს მეხსიერებას.
- ამცირებს სისხლში უარყოფითი ქოლესტერინის რაოდენობას.
მიღების წესი:
მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3 ჯერ ჭამის დროს. კურსის ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. მისი გამოყენება შესაძლებელია მუდმივადაც. მაგალითად შუა აზიაში მას იყენებენ მთელი სიცოცხლის მანძილზე, რადგან ის ითვლება ყველა დაავადების წამლად.