Vau.ge

აი, რატომ უნდა გამოიყენოთ წელის ტკივილის დროს ყინული? ბევრჯერ ნაცადი ეფექტური ხერხი

ყინულის მასაჟი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა წელის ტკივილის დროს. მსგავსი რამ შესაძლოა მაშინ დაგემართოთ, როდესაც სხეულს უეცრად სწრაფად აამოძრავებთ, სიმძიმეს აწევთ ან ბევრს ივარჯიშებთ.

ყინული ძალიან ეფექტურად მოქმედებს ტკივილის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში.

როგორ უნდა გამოიყენოთ ყინული?

შეახვიეთ ყინულის კუბები ნაჭერში და ისე გაიკეთეთ მასაჟი მტკივან ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ ამის კეთება დღეში მხოლოდ 5 წუთის განმავლობაშია რეკომენდებული.

გახსოვდეთ, რომ ძვალზე არ დაიდოთ ყინული, ეს ხერხემალზე უარყოფითად იმოქმედებს. ასევე იცოდეთ, რომ ორ ყინულზე მეტი არ უნდა გამოიყენოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კანი დაზიანდება, კერძოდ კი კანის ქვეშ არსებული კაპილარები გაწყდება.

Exit mobile version