Vau.ge

ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო საკვების ჩამონათვალი რომელიც უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო საკვების ჩამონათვალი, რომელიც უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

ჯანსაღი საკვების ნუსხა მეტად ვრცელია, თუმცა ამჯერად წარმოგიდგენთ მხოლოდ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც ჩამოთვლილთაგან სამ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებს:

ნუში 

მდიდარია უჯრედისით, რიბოფლავინით, მაგნიუმით, რკინითა და კალციუმით. კალციუმი მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა თხილეულში. ნუშის ერთი ულუფა (დაახლოებით 23 ცალი) შეიცავს E ვიტამინის დღიური მოთხოვნილების ნახევარს. ნუში მდიდარია მცენარეული ცილებითა და ცხიმებით, რომლებიც მეტად მარგებელია გულისთვის.

ვაშლი

უჯრედისისა და პექტინის წყაროა, რომელიც მეტად მარგებელია სისხლში ქოლესტეროლისა და გლუკოზის დონის რეგულირებისთვის. ახალმოკრეფილი ვაშლი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია, იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს კოლაგენური ქსოვილის განახლებას.
მაყვალი

უჯრედისისა და C ვიტამინის ნამდვილი საწყობია. ერთ ჭიქა მაყვალში 84 კალორია, 3,6 გრამი მცენარეული ბოჭკო და 14 მგ C ვიტამინია.
მაყვალი კარგია საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ, ასევე დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე და აფერხებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ბროკოლი

მდიდარია კალციუმით, ფოლიუმის მჟავათი და უჯრედისით. მასში უხვად არის მცენარეული ნივთიერებანი, რომლებიც ქრონიკული,დაავადებებისგან (უმთავრესად – გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებისგან, დიაბეტისგან) იცავს ორგანიზმს. ბროკოლი შეიცავს C და A ვიტამინებს–ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.

ლობიო

ჩვენში მეტად პოპულარული საკვები, მდიდარია,რკინით,ფოსფორით, სპილენძითა და თიამინით. ის ნებისმიერი დიეტის შემადგენელ ნაწილად შეგიძლიათ მოიაზროთ: დაბალკალორიული პარკოსანი სავსეა ცილებითა და უჯრედისით. მასში შემავალი მცენარეული ნივთიერებების წყალობით ლობიო შესაძლოა ქრონიკული პათოლოგიების პროფილაქტიკის მიზნითაც მივირთვათ.

ორაგული

მდიდარია ცხიმოვანი მჟავა ომეგა-3-ით, რომელიც მეტად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე: არეგულირებს გულისცემას, სისხლში კი – ნაჯერი ცხიმებისა და ქოლესტეროლის კონცენტრაციას. სწორედ ამიტომ, პირებს, ვისაც გული აწუხებთ, ექიმები კვების რაციონში თევზეულის, განსაკუთრებით კი ორაგულის ჩართვას ურჩევენ.

ისპანახი

მდიდარია A, B6 და C ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავათი, რიბოფლავინით, კალციუმით, რკინითა და მაგნიუმით. ისპანახი, თავისი შემადგენლობის წყალობით, იმუნიტეტის მოსაძლიერებელი საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს კანისა და თმის სტრუქტურაზე.

ტკბილ კარტოფილში

უხვად არის ბეტა-კაროტინი (A ვიტამინის წინამორბედი), უჯრედისი, B6, C და E ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას. ისევე, როგორც სხვა ბოსტნეული, ისიც დაბალკალორიულია – ერთი ცალი სულ რაღაც 54 კალორიას შეიცავს. გარდა ამ ღირსებისა, მას დაბერების საწინააღმდეგო ეფექტიც გააჩნია.

ბოსტნეულის წვენი

მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. მისი მიღება დიეტის დროს მეტად სასარგებლოა – ბოსტნეულის წვენი დაბალკალორიული სასმელია, რომელიც ორგანიზმს ენერგიით მუხტავს. გარდა ამისა, ის შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტს – ლიკოპენს, რომელსაც, ზოგიერთი კვლევის თანახმად, შეუძლია, გულის პათოლოგიებისა და კიბოსგან დაგვიცვას.

გაითვალისწინეთ: ბოსტნეულის წვენში უხვად არის ნატრიუმი, ამიტომ მასთან ერთად მარილიანი საკვების მიღება სასურველი არ გახლავთ.

ხორბლის ღივები

მდიდარია ნიაცინით, თიამინით, რიბოფლავინით, E ვიტამინით, ფოლიუმის მჟავათი, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინითა და თუთიით. გარდა ამისა, გარკვეული ოდენობით ცილებსა და უჯრედისსაც შეიცავს.

ხორბლის ღივი მეტად მარგებელია მათთვის, ვისაც იმუნიტეტის დაქვეითება და ქრონიკული პათოლოგიები აწუხებს.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Exit mobile version