Vau.ge

ღვიძლის წმენდაზე არაერთი სტატია გვაქვს უკვე შემოთავაზებული, თუმცა ეს განსაკუთრებული რეცეფტია

ღვიძლის წმენდაზე არაერთი სტატია გვაქვს უკვე შემოთავაზებული, თუმცა ეს განსაკუთრებული რეცეფტია

გამწმენდი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

მომზადების წესი:

აღნიშნული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული ნარევი მიიღეთ ძილის წინ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 3 დღე.

გაეცანით რჩევებს ღვიძლთან დაკავშირებით: 

ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა თქვენს ორგანიზმში და საჭმლის მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ორგანოა. ყველაფერი, რასაც მიირთმევთ ან სვამთ, მედიკამენტების ჩათვლით, ღვიძლის დახმარებით სინთეზირდება მომნელებელ სისტემაში. ამიტომაც აუცილებელია, რომ მას კარგად მოვუფრთხილდეთ, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები სწორად შეასრულოს.

ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია, რომელიც ორგანიზმში გვაქვს. იგი მუცლის ღრუს მარჯვენა ნაწილში მდებარეობს და ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას, სისხლის გაწმენდას.

გამოყოფს სითხეს, ნაღველს, რომელიც გეხმარებათ საკვები ნივთიერებების სინთეზში და ამასთანავე ინახავს შაქარს, სახელად გლუკოზას, რომელიც სწრაფად გაწვდით ენერგიას საჭიროების შემთხვევაში.

ღვიძლის მოვლას განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. იგი უბრალოდ თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული და მასთან ერთად მოქმედებს.

თუ მისი ფუნქციები დაირღვევა, იგი მთელს სისტემაზე ცუდად იმოქმედებს და გამოიწვევს მონელების პრობლემებს, თავის ტკივილს, გადაღლილობას, სტრესსა და იმუნური სისტემის დასუსტებას.

არ დალიოთ ბევრი ალკოჰოლური სასმელი

ალკოჰოლის დიდი რაოდენობა ღვიძლის უჯრედებს შლის და აზიანებს, შეიძლება გამოიწვიოს მისი შეშუპება და ნაწიბურების წარმოქმნა, რომელსაც ციროზი ჰქვია და მომაკვდინებელიც კია.

მიირთვით ჯანსაღი საკვები და ივარჯიშეთ რეგულარულად

სწორი კვებით თქვენ გააკონტროლებთ წონას და არ გამოიწვევთ ღვიძლის გაცხიმოვანებას, რომელიც ასევე ცეროზის განვითარებას უწყობს ხელს. ღვიძლის მოვლისა და მკურნალობისთვის საუკეთესოა ნატურალური საშუალებები.

თუ გიყვართ ჩაი, მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც თქვენს ღვიძლს, ისე - ორგანიზმს. საკვები, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, იცავს თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც აზიანებენ საღ უჯრედებს და იწვევენ სერიოზულ დაავადებებს.

ანტიოქსიდანტების შემცველი საჭმლის მიღება დაგეხმარებათ ამის თავიდან აცილებაში. ანტიოქსიდანტებს შეიცავს: ვაშლი, მარწყვი, თხილი, ლობიო და სხვა.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Exit mobile version