კაკლის უღელი ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა
კაკლის უღელი მოამზადეთ მხოლოდ კაკრლის უღელით და ხორბლის ნატურალური 70%-იანი არყით. აიღეთ ერთი ჭიქა კაკლის უღელი და დაასხით ნახევარი ჭიქა არაყი. დაახურეთ თავზე და შეინახეთ ორი კვირა.
ამ საოცარი პროდუქტის სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების მოგვარება. მაგალითად უღელი ძალიან მდიდარია იოდით, რითაც ის ძალიან დიდ დახმარებას უწევს იოდის დეფიციტის მქონე ადამიანებს.
ქვევით ჩამოთვლილია ჯანმრთელობის პრობლემები რომლის დროსაც სასარგებლოა ამ ნაყენის გამოყენება.
- შაქრიანი დიაბეტი.
- ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თუ გამოწვეულია იოდის დეფიციტით.
- სახსრების დაავადებები (ტკივილი, ართროზი, რევმატიზმი).
- დიარეა.
- სიმსივნის პროფილაქტიკა.
- გულის დაავადებები.
- ანთებითი პროცესები.
- არეგულირებს ძილს.
- აძლიერებს იმუნურ სისტემას.
კაკლის უღლის ნაყენის გამოყენების ინსტრუქცია:
გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ.
სახსრების დაავადების დროს:
შეიზილეთ მტკივან ადგილებში ნელი წრიული მოძრაობებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესები. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
შინაგანი გამოყენებისთვის:
5-10 წვეთი გახსენით 20 მლ ანადუღარ თბილ წყალში და მიიღეთ ყოველდღე ჭამამდე 30 წუთით ადრე. 2-4 კვირის განმავლობაში.
შემოწმება კანზე:
მცირე რაოდენობის ნაყენი წაისვით მაჯის შიდა ნაწილზე სადაც კანი უფრო თხელია. თუ 15 – 40 წუთის შემდეგ კანის იმ ადგილზე სადაც წაისვით ნაყენი არ გაჩნდა გაღიზიანების ნიშნები, ეს იმის ნიშანია, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ დაბრკოლების გარეშე. მაგრამ თუ გაგიჩნდათ გაღიზიანების ნიშნები ნაყენი არ გამოიყენოთ.
არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ასევე იმ ადამიანებმა ვისაც აქვს კანის დაავადებები, ან მომატებული აქვს სისხლის შედედების უნარი.
აუცილებლად სანახავი: გაიწმინდეთ ნაწლავები სახლის პირობებში ამ ნატურალური რეცეპტების დახმარებით, ეს ყველას სჭირდება.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.