სასწაულოქმედი წიწაკის ზეთი გასაოცარია რადიკულიტის, მიოზიტის, ნევრალგიის და რევმატიზმის დროს.
რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება. სტატისტიკურად რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი.
ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვისი სამუშაოც საათობით კომპიუტერთან ჯდომას მოითხოვს.
დღეს შემოგთავაზეთ ბებიის მომზადებულ უნიკალურ რეცეფტს, რომელიც უებარი საშუალებაა.
ნარევის მოსამზადებლად, თქვენ დაგჭირდებათ:
10 ცალი ახალი წითელი წიწაკა, გარეცხეთ, დააჭერით კუდები და გაატარეთ. გამოვა დაახლოებით ჭიქა დაჭრილი მასა.
გადაიტანეთ ლიტრიან ქილაში, იქ დაამატეთ 2 ჭიქა ზეითუნის ზეთი და დატოვეთ ბნელ ადგილას, მაგალითად, კარადაში. ერთი კვირის შემდეგ ქილის შიგთავსი გადაწურეთ ბინტით.
Გამოყენებული წიწაკა შეგიძლიათ გაყინოთ, რათა შემდგომ საკვებს დაუმატოთ. გაწურული ზეთი გამოიყენეთ მტკივნეულ ადგილებში შესაზელად.
თავდაპირველად, საჭიროა მისი შეზელვა მტკივნეულ ადგილებში დღეში რამდენჯერმე, როდესაც სახსრები გტკივათ. წასმის შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ თბილი წინდების ჩაცმა. რა თქმა უნდა, წვის შეგრძნება ზეთის შემდგომ იგრძნობა კანზე. მაგრამ ის სასიამოვნოც კია, რადგან წიწაკა ღრმად გაახურებს კანს დამწვრობის გარეშე.
ერთი ან ორი თვის განმავლობაში, ასეთი შეზელვა შეიძლება კვირაში ერთხელ გაკეთდეს, თუკი სახსრები მოულოდნელად შეგახსენებთ თავს ამინდის ცვლილებისას მაშინვე გამოიყენეთ.
აუცილებლად სანახავი:როგორ უნდა მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან ყველაზე სწრაფი და ეფექტური ხერხი.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.