Vau.ge

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყაროები, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ!

ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების ძირითადი წყაროები, რომელთა შესახებაც უნდა ვიცოდეთ

ომეგა -3 ცხიმები შეიძლება იყოს ანტიფსიქოზური მედიკამენტების უსაფრთხო, ბუნებრივი ალტერნატივა.

ომეგა-3-ის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იყო ცნობილი და მას ზრდის პროცესისათვის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ. თუმცა მისი სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრია აღმოჩენილი.

ომეგა-3 – არის ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში, მათი დეფიციტი კი იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს.

ომეგა-3-ს აქვს დადებითი ეფექტების მთელი სპექტრი, რომელთა შორის მთავარია:

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქიური ენერგიის და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება;

ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

რომელი პროდუქტები შეიცავს ომეგა 3 -ს ? 

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფაქტიურად ერთადერთი სრულფასოვან წყაროს ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ (გარდა ფარმაცევტული პრეპარატებისა).

ომეგა 3 ტვინისთვის

დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესული მდგომარეობის ომეგა-3-ის საშუალებით მკურნალობას, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მედიცინის სფეროს სპეციალისტები.

ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისაგან შედგება. მისი ძირითადი ნაწილი – ეს ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე.

ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს

გულის შეტევა და ინსულტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიკვდილის ფაქტორებია. ომეგა 3-ს შეუძლია შეამციროს ამ დაავადებების რისკი.

აძლიერებს თვალის ჯანმრთელობას

ომეგა 3-ში შემავალი ერთ-ერთი ცხიმოვანი მჟავა - DHA, თვალის ბადურის მთავარი სტრუქტურული კომპონენტია. მისმა დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება და სხვადასხვა ქრონიკული პრობლემა.

აუცილებლად სანახავი:როგორ უნდა მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ფეხიდან ყველაზე სწრაფი და ეფექტური ხერხი.

Exit mobile version