Vau.ge

ჯერ კიდევ არ დაგილევიათ გვირილის ჩაი? ამ სტატიის წაკითხვის დასრულებისთანავე შეუდგებით მომზადებას

ჯერ კიდევ არ დაგილევიათ გვირილის ჩაი? ამ სტატიის წაკითხვის დასრულებისთანავე შეუდგებით მომზადებას

გვირილას ყვავილის შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, ხამაზულინი, ტერპენი, სესკვიტეპენი, კადინენი, ცილები, მწარე ნივთიერებები, ფისები, კუმარინები. მჟავები: ნიკოტინის, სილიცილის, ასკორბინის და სხვა. ასევე გლიკოზიდები.

გვირილა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ყვავილი უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მას მრავალი დადებითი თვისება ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ დიდია.

ყვავილი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

გვირილა გამოიყენება ამ დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკის მიზნით:

ცხელი ჩაი

1 ს.კ გვირილას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ, დაუნატეთ თაფლი  და მიიღეთ დღეში 1-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

აქვე  გაგიზიარებთ გვირილის რამდენიმე გასაოცარ რეცეპტს

თავის ტკივილი

3 ს.კ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 100 მლ 70% სპირტი. 10 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 10 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 3 პირ დოლბანდში. მიიღეთ 10 წვეთი ყოველდღე.

შაკიკი

15 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 45 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კრუნჩხვები, მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა

1 ს.კ მშრალ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

არარეგულარული მენსტრუაცია, მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოს სისხლდენა

2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 40 წუთით ადრე.

რადიაციული ავადმყოფობა (დასხივება)

2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დაადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით და გააჩერეთ გაგრილებამდე. გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.<

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Exit mobile version